Facebook Twitter Youtube Flikr
სიახლეები
29/11/2021

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, საფრანგეთის საელჩოსა და ფრანგული ინსტიტუტის მხარდაჭერით თბილისის N23 საჯარო სკოლამ ფრანგული ენის მასწავლებელთა რიგით მეორე კონფერენცია გამართა. ორდღიანი ღონისძიება – „პანდემია და ახალი გამოწვევები ფრანგული ენის სწავლებისას“ – დისტანციურ ფორმატში ჩატარდა და მის მთავარ მიზანს პანდემიის ფონზე საქართველოში ფრანგული ენის სწავლებასთან დაკავშირებით დაგროვილი გამოცდილების გაზიარება წარმოადგენდა.

29/11/2021

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროგრამის „მეცნიერების კალენდარი 2021“ ფარგლებში ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა დოქტორანტებს ქუინსლენდის უნივერსიტეტის მიერ შემუშავებულ პროექტში „თეზისი სამ წუთში“ მონაწილეობას სთავაზობს. 

28/11/2021

მაია არეშიძე გარდაბნის რაიონის სოფელ ყარათაკლიის სკოლაში 12 წელია ასწავლის. პედაგოგი მიიჩნევს, რომ „არაქართულენოვანი სკოლების პროფესიული მხარდაჭერის“ პროექტი უმნიშვნელოვანესია, რადგან დიდ დახმარებას უწევს არა მხოლოდ არაქართულენოვანი სკოლების მოსწავლეებს, არამედ პედაგოგებს, რომელთაც საგამოცდოდ მომზადებაში ეხმარება.

 

27/11/2021

თამარ ტურავა ჯერ კიდევ უნივერსიტეტში სწავლის დროს დაინტერესდა დასწავლის პროცესის კოგნიტიურ სირთულეებზე. გადაწყვიტა განათლების ფსიქოლოგიის ფაკულტეტზე მიღებული თეორიული ცოდნა პრაქტიკით გაემდიდრებინა და სპეციალური მასწავლებლის გამოცდების წარმატებით ჩაბარების შემდეგ მუშაობა თბილისის 31-ე საჯარო სკოლაში დაიწყო.

26/11/2021

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩმა ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელ ქეთრინ შვაიცერთან სამუშაო შეხვედრა გამართა და მასთან აშშ-ის საელჩოს ინიციატივის – „უნივერსიტეტების შესაძლებლობების განვითარების პროგრამის“ (UCBP) ფარგლებში სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილა.

26/11/2021

გასული ერთი კვირის მონაცემის მიხედვით, საქართველოს მასშტაბით საგრძნობლად შემცირდა დისტანციურ სწავლებაზე გადასული სკოლებისა და ცალკეული კლასების რიცხვი. დღეის მონაცემებით, დისტანციურ სწავლებაზე იმყოფება 137 სკოლა და ცალკეული 358 კლასი.

25/11/2021

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივითა და World Vision საქართველოს მხარდაჭერით თბილისის N200 საჯარო სკოლაში სენსორული ოთახი მოეწყო, რომელიც ინტელექტუალური და ფიზიკური განვითარების მრავლობითი დარღვევების მქონე მოსწავლეებს შეგრძნებების სტიმულაციის მეშვეობით სწავლის პროცესში დაეხმარება.

22/11/2021

ესპანეთში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების  მინისტრის მოადგილე თამარ ქიტიაშვილი, პროფესიული უნარების სააგენტოს გენერალური დირექტორის მოადგილესთან, თამარ სამხარაძესთან ერთად პროფესიული განათლების საერთაშორისო კონგრესს დაესწრო. კონგრესის ფარგლებში ასევე გაიმართა  ცალკეული შეხვედრები ბასკეთის განათლების მინისტრის მოადგილესთან, ბასკეთის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილესთან, ესპანეთის განათლების მინისტრის მოადგილესთან   და  ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის (UNWTO) გენერალურ მდივანთან ზურაბ პოლოლიკაშვილთან.

21/11/2021

მარნეულის სოფელ დაშტაფის საჯარო სკოლის მოსწავლეებს ნატო სამხარაძე  6 წელია ქართულ ენას ასწავლის. აზერბაიჯანულენოვან მოსწავლეებთან ის სკოლის მიღმაც არაერთ მნიშვნელოვან პროექტს ახორციელებს. როგორც ამბობს, მის მიზანია, ბავშვებს რაც შეიძლება მეტი კომუნიკაცია ჰქონდეთ ქართულენოვან გარემოსთან, რათა ენობრივი ბარიერი და ქართულად საუბრის კომპლექსი დაძლიონ.

21/11/2021

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით, ბრიტანეთის საბჭომ საქართველოში ზოგად განათლებაში ინგლისური ენის სწავლების სტრატეგია შეიმუშავა, რომელიც ამ ენის სწავლების გაძლიერებასა და ინგლისური ენის მასწავლებლების პროფესიული განვითარების ხელშეწყობას ითვალისწინებს.

20/11/2021

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე თამარ ქიტიაშვილი ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალი სამაგისტრო პროგრამის „პროფესიული განათლება და ადამიანური რესურსების განვითარება“ სტუდენტებს ონლაინ ფორმატში შეხვდა. აღნიშნული სამაგისტრო პროგრამა შექმნილია გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) პროგრამის „კერძო სექტორის განვითარება და პროფესიული განათლება სამხრეთ კავკასიაში“ მხარდაჭერით.

20/11/2021

განათლებით ისტორიკოსმა ეკატერინე გომართელმა დღის ცენტრში სპეციალურ პედაგოგად მუშაობა 2009 წელს დაიწყო.

20/11/2021

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა „პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდო 2021 წლის“ რიგით მეოთხე დაჯილდოების ცერემონია გახსნა, დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და 2021 წლის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამის ნომინაციაში გამარჯვებული ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტი დააჯილდოვა.

20/11/2021

გასული ერთი კვირის მონაცემის მიხედვით, საქართველოს მასშტაბით დისტანციურ სწავლებაზე გადასული სკოლებისა და ცალკეული კლასების რიცხვი შემცირდა. დღეის მონაცემებით, დისტანციურ სწავლებაზე იმყოფება 169 სკოლა და ცალკეული 438 კლასი.

19/11/2021

აგროსექტორის მიმართულებით კოვიდპანდემიისგან შექმნილი გამოწვევების გასაანალიზებლად ევროპის განათლების ფონდმა (ETF) ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან (EBRD) თანამშრომლობით რამდენიმე ქვეყნის, მათ შორის, საქართველოს წარმატებული გამოცდილების მაგალითზე კვლევითი პროექტის საბოლოო ანგარიში წარმოადგინა. 


<   1  2  3  4  5  6  7  8  9  10  11  12  13  14  15  16  17  18  19  20  21  22  23  24  25  26  27  28  29  30  31  32  33  34  35  36  37  38  39  40  41  42  43  44  45  46  47  48  49  50  51  52  53  54  55  56  57  58  59  60  61  62  63  64  65  66  67  68  69  70  71  72  73  74  75  76  77  78  79  80  81  82  83  84  85  86  87  88  89  90  91  92  93  94  95  96  97  98  99  100  101  102  103  104  105  106  107  108  109  110  111  112  113  114  115  116  117  118  119  120  121  122  123  124  125  126  127  128  129  130  131  132  133  134  135  136  137  138  139  140  141  142  143  144  145  146  147  148  149  150  151  152  153  154  155  156  157  158  159  160  161  162  163  164  165  166  167  168  169  170  171  172  173  174  175  176  177  178  179  180  181  182  183  184  185  186  187  188  189  190  191  192  193  194  195  196  197  198  199  200  201  202  203  204  205  206  207  208  209  210  211  212  213  214  215  216  217  218  219  220  221  222  223  224  225  226  227  228  229  230  231  232  233  234  235  236  237  238  239  240  241  242  243  244  245  246  247  248  249  250  251  252  253  254  255  256  257  258  259  260  261  262  263  264  265  266  267  268  269  270  271  272  273  274  275  276  277  278  279  280  281  282  283  284  285  286  287  288  289  290  291  292  293  294  295  296  297  298  299  300  301  302  303  304  305  306  307  308  309  310  311  312  313  314  315  316  317  318  319  320  321  322  323  324  325  326  327  328  329  330  331  332  333  334  335  336  337  338  339  340  341  342  343  344  345  346  347  348  349  350  351  352  353  354  355  356  357  358  359  360  361  362  363  364  365  366  367  368  369  370  371  372  373  374  375  376  377  378  379  380  381  382  383  384  385  386  387  388  389  390  391  392  393  394  395  396  397  398  399  400  401  402  403  404  405  406  407  408  409  410  411  412  413  414  415  416  417  418  419  420  421  422  423  424  425  426  427  428  429  430  431  432  433  434  435  436  437  438  439  440  441  442  443  444  445  446  447  448  449  450  451  452  453  454  455  456  457  458  459  460  461  462  463  464  465  466  467  468  469  470  471  472  473  474   >