Facebook Twitter Youtube Flikr
სიახლეები
19/11/2021

განათლებისა და ეკონომიკის საკითხებზე მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ორგანიზებით საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ თამარ ქიტიაშვილმა მიიღო.

18/11/2021

თბილისის უნივერსიტეტის დამაარსებლის – აკადემიკოს ივანე ჯავახიშვილის თხზულებათა სრული კრებული გამოიცემა, რომელიც მეცნიერის საარქივო მასალის სრულყოფილი შესწავლის საფუძველზე მომზადდება.

18/11/2021

სამშენებლო და ტურიზმის მიმართულებით კოლეჯ „ახალი ტალღისა“ და „ბლექსის“ დუალური პროფესიული პროგრამების კურსდამთავრებულებისა და მათი დამსაქმებლების დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა. კურსდამთავრებულებს სიტყვით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ თამარ ქიტიაშვილმა დისტანციურად მიმართა და სასწავლო პროცესის წარმატებით დასრულება მიულოცა.

18/11/2021

გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენელმა საქართველოში ღასან ხალილმა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობით დაგეგმილ და განხორციელებულ პროექტებს მაღალი შეფასება მისცა, მათ შორის, სასწავლო პროცესის სასკოლო სივრცეში უსაფრთხოდ გაგრძელებას, მასწავლებელთა ვაქცინაციას და სასკოლო კვების პროგრამის შემუშავების საკითხს.

18/11/2021

გალაკტიონ ტაბიძის 130 წლის იუბილეს აღსანიშნავად კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში პოეტის აქამდე უცნობი ხელნაწერები გამოიფინა – პოეტის პირადი წერილები, გამოუქვეყნებელი ლექსები: „ძველი კოშკი“, „მელოდია“, „წამების ჯვარი“ „წერილი დედას“, გიორგი ქუჩიშვილის უცნობი წერილი გალაკტიონისადმი, პოემა „ფერფლი“, რომლის მხოლოდ სახეცვლილი ვარიანტის ნაწილია გამოქვეყნებული,  პოეტის ესკიზები და სხვა.

17/11/2021

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენელთან საქართველოში ღასან ხალილთან სამუშაო შეხვედრა გამართა, სადაც ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში მოსწავლეთა კვების საკითხი განიხილა.

16/11/2021

ზოგადი განათლების საფეხურზე საქართველოსა და კორეას შორის ურთიერთობის გაღრმავების მიზნით, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ ეკატერინე დგებუაძემ კორეის ელჩთან საქართველოში ჩანგ დაესთან სამუშაო  შეხვედრა გამართა.

16/11/2021

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ახალ წარმომადგენელს ნიკ ბერესფორდს უმასპინძლა და მასთან პროფესიული განათლების მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები განიხილა.

14/11/2021

სოფელ ბოლნისის საჯარო სკოლის მოსწავლეებს იზა გვირჯიშვილი თითქმის 10 წელია ქართულ ენას ასწავლის. არაქართულენოვანი სკოლების მხარდაჭერის პროექტში იმ პერიოდიდან მონაწილეობს, როდესაც  მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა არაქართულენოვან სკოლებში გასაგზავნად ქართულის, როგორც მეორე ენის მასწავლებლების შერჩევა დაიწყო. 2016  წელს უფროსი მასწავლებელი გახდა, იმავე წელს მას წლის მასწავლებლის ტიტული მიენიჭა, ხოლო 2018 წლიდან წამყვანის სტატუსი. როგორც ტრენერ-კონსულტანტი, იზა გვირჯიშვილი მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემის დანერგვის პროცესშიც იყო ჩართული.

13/11/2021

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში Horizon Europe-ის საგრანტო ოფისი გახსნა, რომელიც ევროკავშირის საგრანტო კონკურსებში საქართველოს სამეცნიერო სფეროს წარმომადგენელთა წარმატებულ მონაწილეობას შეუწყობს ხელს. ღონისძიების ფარგლებში ასევე გაიმართა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის ზურაბ ხონელიძის წიგნის „მშვიდობის ქართული პარადიგმა“ პრეზენტაცია.

11/11/2021

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მეცნიერების პოპულარიზაციის პროექტის „მეცნიერების კალენდარი – 2021“ ფარგლებში თსუ არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტი აცხადებს კონკურსს სახელწოდებით „ანიდან ჰოემდე“.

11/11/2021

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა პოლონეთის ბირთვული კვლევების ეროვნული ცენტრის (NCBJ) დელეგაციას უმასპინძლა, რომელსაც ცენტრის გენერალური დირექტორი კრიშტოფ კურეკი ხელმძღვანელობდა. მხარეებმა მეცნიერების სფეროში თანამშრომლობის შესაძლებლობები განიხილეს.

10/11/2021

საქართველოს მეცნიერების პოპულარიზაციის ხელშეწყობის მიზნით, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროექტის „მეცნიერების კალენდარი 2021“ ფარგლებში, კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი აცხადებს ვიკი სტატიების თარგმნის კონკურსს – „საქართველოს მეცნიერება უცხოენოვან ვიკიპედიაში“.

09/11/2021

საქართველოს პროფესიული განათლების 2021-2025 წლების სტრატეგიისა და სტრატეგიის 2021-2023 წლების სამოქმედო გეგმის პროექტების შემუშავების პირველი ეტაპი დასრულდა. დაინტერესებულ მხარეთაგან მოსაზრებებისა და რეკომენდაციების მიღების  მიზნით, მიმდინარე კვირიდან მისი პირველადი ვერსიის საჯარო განხილვები დაიწყო.

09/11/2021

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს ქართველი დიპლომატის, პუბლიცისტის, მწერლისა და პედაგოგის გელა ჩარკვიანის გარდაცვალების გამო და უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახსა და მეგობრებს.


<   1  2  3  4  5  6  7  8  9  10  11  12  13  14  15  16  17  18  19  20  21  22  23  24  25  26  27  28  29  30  31  32  33  34  35  36  37  38  39  40  41  42  43  44  45  46  47  48  49  50  51  52  53  54  55  56  57  58  59  60  61  62  63  64  65  66  67  68  69  70  71  72  73  74  75  76  77  78  79  80  81  82  83  84  85  86  87  88  89  90  91  92  93  94  95  96  97  98  99  100  101  102  103  104  105  106  107  108  109  110  111  112  113  114  115  116  117  118  119  120  121  122  123  124  125  126  127  128  129  130  131  132  133  134  135  136  137  138  139  140  141  142  143  144  145  146  147  148  149  150  151  152  153  154  155  156  157  158  159  160  161  162  163  164  165  166  167  168  169  170  171  172  173  174  175  176  177  178  179  180  181  182  183  184  185  186  187  188  189  190  191  192  193  194  195  196  197  198  199  200  201  202  203  204  205  206  207  208  209  210  211  212  213  214  215  216  217  218  219  220  221  222  223  224  225  226  227  228  229  230  231  232  233  234  235  236  237  238  239  240  241  242  243  244  245  246  247  248  249  250  251  252  253  254  255  256  257  258  259  260  261  262  263  264  265  266  267  268  269  270  271  272  273  274  275  276  277  278  279  280  281  282  283  284  285  286  287  288  289  290  291  292  293  294  295  296  297  298  299  300  301  302  303  304  305  306  307  308  309  310  311  312  313  314  315  316  317  318  319  320  321  322  323  324  325  326  327  328  329  330  331  332  333  334  335  336  337  338  339  340  341  342  343  344  345  346  347  348  349  350  351  352  353  354  355  356  357  358  359  360  361  362  363  364  365  366  367  368  369  370  371  372  373  374  375  376  377  378  379  380  381  382  383  384  385  386  387  388  389  390  391  392  393  394  395  396  397  398  399  400  401  402  403  404  405  406  407  408  409  410  411  412  413  414  415  416  417  418  419  420  421  422  423  424  425  426  427  428  429  430  431  432  433  434  435  436  437  438  439  440  441  442  443  444  445  446  447  448  449  450  451  452  453  454  455  456  457  458  459  460  461  462  463  464  465  466  467  468  469  470  471  472  473  474   >