26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა. წელს დამოუკიდებლობის დღის მთავარი გზავნილია #ევროპისკენ – რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს საქართველოს ურყევ არჩევანს, დავბრუნდეთ ევროპულ ოჯახში – ჩვენი ღირებულებებით, ჩვენი ისტორიით, ჩვენი ფასეულობებითა და ჩვენი დამოუკიდებლობით.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა ქართველ მოსწავლეებს ევროპის ფიზიკოსთა VI ოლიმპიადაში გამარჯვება მიულოცა და მათ წარმატებები უსურვა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი ლონდონში მიმდინარე „განათლების მსოფლიო ფორუმში“ მონაწილეობს, რომლის ფარგლებში შეხვედრა გამართა ფინეთის განათლების მინისტრთან ლი ანდერსონთან. შეხვედრისას მხარეებმა საქართველოსა და ფინეთს შორის ზოგადი განათლების მიმართულებით თანამშრომლობის დეტალები განიხილეს.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა ლონდონში მიმდინარე „განათლების მსოფლიო ფორუმის“ ფარგლებში შეხვედრა გამართა დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო მდივანთან (მინისტრთან) განათლების საკითხებში ნადიმ ზაჰავისთან და მის მოადგილე ვიკი ფორდთან.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო 24 მაისს, დილის 09:00 საათიდან საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში პირველკლასელთა საყოველთაო ელექტრონულ რეგისტრაციას იწყებს, რომელიც 15 ივნისს დღის ბოლოს დასრულდება.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, მიხეილ ჩხენკელი „განათლების მსოფლიო ფორუმში“ იღებს მონაწილეობას, რომელიც ლონდონში იმართება.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა აშშ-ის საელჩოს საჯარო დიპლომატიის განყოფილების ხელმძღვანელ კეტრინ შვაიცერს, „საერთაშორისო განათლების ამერიკული საბჭოებისა“და საქართველოს სხვადასხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენლებს უმასპინძლა. შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა „უნივერსიტეტების შესაძლებლობების განვითარების პროგრამის“ დეტალები განიხილეს და საქართველოს დელეგაციის ამერიკაში ვიზიტის შედეგები შეაჯამეს.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა ვებსტერის უნივერსიტეტის პრეზიდენტს ჯულიან შუსტერს უმასპინძლა და პირადად მიულოცა საქართველოში ვებსტერის უნივერსიტეტის კამპუსის გახსნა.
ჩრდილოეთ კენტუკის უნივერსიტეტთან თანამშრომლობით საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტი კიბერუსაფრთხოების მიმართულებით ერთობლივ სამაგისტრო პროგრამას განახორციელებს.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა დამამთავრებელი კლასების მოსწავლეებს სკოლის დასრულება მიულოცა და მათ წარმატებები უსურვა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის გადაწყვეტილებით, მოსწავლეები ჭადრაკს პირველ კლასში სავალდებულო საგნად შეისწავლიან.
სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის 90 წლის საიუბილეო ღონისძიებების ფარგლებში, გაიმართა მრგვალი მაგიდა – „საქართველო და უკრაინა: საერთო ევროპული არჩევანი“, რომელშიც პროფესორ-მასწავლებლებთან და მოწვეულ სტუმრებთან ერთად უკრაინის 50-მდე უნივერსიტეტისა და სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის წარმომადგენელმა მიიღო მონაწილეობა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს აკადემიკოს ვახტანგ კოკილაშვილის გარდაცვალების გამო.