საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის 2021 წლის გამარჯვებულების დაჯილდოების ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა. კონკურსი, სამინისტროსთან პარტნიორობით, ათასწლეულის გამოწვევის ფონდის ორგანიზებითა და აშშ-ს საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა. გამარჯვებულებს სიტყვით მიმართეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა და აშშ-ს ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მოსწავლეთა მშობლებს 2021-2022 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრშიც აძლევს შესაძლებლობას, გააკეთონ არჩევანი დასწრებითი და დისტანციური სწავლების ფორმას შორის.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი ქართველ მეცნიერს ივანე კიღურაძეს 85 წლის იუბილეს ულოცავს
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა რუმინეთის ელჩს რეზვან როტუნდუს უმასპინძლა და მასთან განათლებისა და მეცნიერების სფეროში თანამშრომლობის გაფართოების შესაძლებლობები განიხილა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველ მოადგილედ თამარ მახარაშვილი დაინიშნა. პირველი მოადგილე სამინისტროში კურატორობას გაუწევს სკოლამდელი აღზრდისა და ზოგადი განათლების მიმართულებას, ასევე, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრსა და საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურს.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსს და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტს, უწმინდესსა და უნეტარესს ილია II-ს დაბადების დღეს ულოცავს
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ცნობილი არქიტექტორის, სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის ფაკულტეტის ღვაწლმოსილი პროფესორის ბატონი გიორგი (გიგა) ბათიაშვილის გარდაცვალების გამო და უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახს, მეგობრებსა და კოლეგებს.
პროფესიული კვალიფიკაციების გაძლიერებისა და სწავლის მოტივაციის ამაღლების მიზნით, მედიისა და ტელეხელოვნების პროფესიული კოლეჯისა და კოლეჯ „იკაროსის“ ერთობლივი ორგანიზებით კულინარიული კონკურსი გაიმართა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩმა, სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის ხელმძღვანელთან ნინო ჭელიძესთან ერთად, ცენტრის საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამის 2022-2025 წლების პრიორიტეტული მიმართულების განსაზღვრის მიზნით უწყებათშორისი სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრას ესწრებოდნენ სხვადასხვა სამინისტროს, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, სახელმწიფო ენის დეპარტამენტისა და საჯარო სამსახურის ბიუროს წარმომადგენლები.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისისა და ორგანიზაცია „თანადგომის“ ერთობლივი პროგრამის „ექიმის საათი“ პირველი ეტაპის შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ქართული ენის გრამატიკის ელექტრონული რესურსი შექმნა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ნუნუ მიცკევიჩმა „მეცნიერების კვირეული - 2021“-ის დასკვნით ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც კონსერვატორიის დიდ დარბაზში ჰიბრიდულ ფორმატში გაიმართა. მინისტრის მოადგილემ საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა, სამეცნიერო კვირეულის წარმატებით ჩატარება მიულოცა და პროექტის ფარგლებში განხორციელებული მრავალფეროვანი ღონისძიებების შედეგები შეაჯამა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ზოგადი განათლების ხელშეწყობის პროგრამის დაფინანსებით მთის სტატუსის მქონე საჯარო სკოლებმა სხვადასხვა საგანმანათლებლო პროექტი განახორციელეს.
სამეცნიერო კვირეულის ფარგლებში განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ნუნუ მიცკევიჩმა, თსუ არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის დირექტორთან ნანა მაჭავარიანთან ერთად, კონკურსის „ანიდან ჰოემდე“ ქართული დიასპორის გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვა. მოსწავლეებს, შესაბამისი ქვეყნების საელჩოების ჩართულობით, სხვადასხვა პრიზი, სამახსოვრო საჩუქრები და პირადად განათლებისა და მეცნიერების მინისტრ მიხეილ ჩხენკელისგან სერტიფიკატები გადაეცემათ. კონკურსს „ანიდან ჰოემდე“ ორგანიზება თსუ არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტმა გაუწია.