Facebook Twitter Youtube Flikr
სიახლეები
04/03/2021

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ პირველკლასელთა რეგისტრაციისთვის ვადები განსაზღვრა. რეგისტრაციის ვადებისა და ეტაპების შესახებ, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველმა მოადგილემ ეკატერინე დგებუაძემ სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

02/03/2021

1-ლი მარტიდან საქართველოს მთელ ტერიტორიაზე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში კლინიკური, პრაქტიკული, ლაბორატორიული კომპონენტები და გამოცდები არადისტანციურ ფორმატში მიმდინარეობს.

01/03/2021
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის ინიციატივით, 2021 წელს სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსი ფუნდამენტური კვლევებისთვის უპრეცედენტოდ მაღალი ბიუჯეტით, 8 მლნ ლარით დაფინანსდება. წინა წლებთან შედარებით, ეს თითქმის გაორმაგებული ბიუჯეტია, რაც საშუალებას მისცემს მეცნიერებს, უფრო აქტიურად ჩაერთონ საგრანტო კონკურსში. 
01/03/2021
საქართველოს მასშტაბით მოქმედ პროფესიულ კოლეჯებში პრაქტიკული სწავლების კომპონენტი დღეიდან უკვე დასწრებული ფორმით მიმდინარეობს. სასწავლო პროცესის აუდიტორიაში განახლების პარალელურად,  განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ  მხარდაჭერაზე ორიენტირებული  მონიტორინგის პროცესი დაიწყო. 
01/03/2021

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ დაიწყო განაცხადების მიღება სპორტული ორგანიზაციების აღიარების საკითხის განხილვის მიზნით. განაცხადებს განიხილავს სამინისტროსთან არსებული სათათბირო ორგანო - „სპორტული ორგანიზაციების აღიარებისა და დაფინანსების საბჭო“. განაცხადების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2021 წლის 1 აპრილი.


28/02/2021
დასრულდა პროექტი „მასწავლებელთა კვალიფიკაციის ამაღლება პროფესიულ განათლებაში“, რომელსაც საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერითა და დიდი ბრიტანეთის საერთაშორისო განვითარების დეპარტამენტის, ბრიტანეთის საელჩოს „კარგი მმართველობის ფონდის“ ფინანსური მხარდაჭერით მსოფლიო ბანკი ახორციელდებდა.
28/02/2021

ეკა ღვინიაშვილი: „სკოლაში მარტო კი არ ვასწავლი, არამედ თავადაც ვსწავლობ, როგორც ჩემი კოლეგებისგან, ასევე მოსწავლეებისგან. მაბედნიერებს ჩემს მოსწავლეებთან ურთიერთობა, ის ფაქტი, რომ მათ განვითარებაში ჩემი წვლილი შემაქვს.“

27/02/2021

ინტენსიური მონიტორინგისა და სავალდებულო ტესტირების შედეგად, მიმდინარე კვირის განმავლობაში, ქვეყნის მასშტაბით, Covid-19 მასწავლებლებისა და სკოლის ადმინისტრაციული პერსონალის 0.1%-ს და მოსწავლეთა საერთო რაოდენობის 0.03%-ს დაუდასტურა.

27/02/2021

1921 წლის 25 თებერვალს რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, ქვეყნის მასშტაბით საჯარო სკოლებში ერთი კვირის განმავლობაში სხვადასხვა ღონისძიება გაიმართა.

26/02/2021

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, ახალგაზრდობის სააგენტომ ქუთაისის კოლეჯში „იბერია“ ახალგაზრდობის ახალი სივრცე გახსნა, სადაც ქუთაისელი ახალგაზრდები  სხვადასხვა ღონისძიებების ორგანიზებასა და ინიცირებას შეძლებენ. აღნიშნული სივრცის შექმნა ახალგაზრდების საჭიროებების კვლევის საფუძველზე გამოიკვეთა, რომლის მიზანი მუნიციპალური ახალგაზრდული აქტივობების ერთ სივრცეში გაერთიანებაა.

26/02/2021

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა გერმანიის ელჩს საქართველოში ჰუბერტ ქნირშს უმასპინძლა და მასთან ზოგადი, პროფესიული და უმაღლესი განათლების მიმართულებით სამომავლო თანამშრომლობის გეგმები განიხილა.

26/02/2021

ევროპული კვლევების საბჭოს ორგანიზებით, ევროკომისიის კვლევებისა და ინოვაციების ჩარჩო პროგრამის Horizon Europe-ის ფარგლებში პირველი საგრანტო კონკურსი – Starting Grants გამოცხადდა და მისი ბიუჯეტი 619 მლნ ევროს შეადგენს.

26/02/2021

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩმა, შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსთან ბექა ფერაძესთან ერთად, საქართველოს სახელმწიფო და კერძო უნივერსიტეტების წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა და მათ უწყებათაშორისი საბჭოს გადაწყვეტილებები პირადად გააცნო.

26/02/2021
უწყებათაშორისი საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოს მასშტაბით მოქმედ პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში 1-ლი მარტიდან დასწრებული ფორმით განახლდება პრაქტიკული სწავლების კომპონენტი, ხოლო 15 მარტიდან მათ მიეცემათ საქმიანობისა და სასწავლო პროცესის აუდიტორიებში სრულად აღდგენის შესაძლებლობა.  
25/02/2021

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ საქართველოს ანტი-დოპინგური წესები (2021) და დოპინგის სფეროში აკრძალული ნივთიერებებისა და მეთოდების სია (2021) დაამტკიცა.


<   1  2  3  4  5  6  7  8  9  10  11  12  13  14  15  16  17  18  19  20  21  22  23  24  25  26  27  28  29  30  31  32  33  34  35  36  37  38  39  40  41  42  43  44  45  46  47  48  49  50  51  52  53  54  55  56  57  58  59  60  61  62  63  64  65  66  67  68  69  70  71  72  73  74  75  76  77  78  79  80  81  82  83  84  85  86  87  88  89  90  91  92  93  94  95  96  97  98  99  100  101  102  103  104  105  106  107  108  109  110  111  112  113  114  115  116  117  118  119  120  121  122  123  124  125  126  127  128  129  130  131  132  133  134  135  136  137  138  139  140  141  142  143  144  145  146  147  148  149  150  151  152  153  154  155  156  157  158  159  160  161  162  163  164  165  166  167  168  169  170  171  172  173  174  175  176  177  178  179  180  181  182  183  184  185  186  187  188  189  190  191  192  193  194  195  196  197  198  199  200  201  202  203  204  205  206  207  208  209  210  211  212  213  214  215  216  217  218  219  220  221  222  223  224  225  226  227  228  229  230  231  232  233  234  235  236  237  238  239  240  241  242  243  244  245  246  247  248  249  250  251  252  253  254  255  256  257  258  259  260  261  262  263  264  265  266  267  268  269  270  271  272  273  274  275  276  277  278  279  280  281  282  283  284  285  286  287  288  289  290  291  292  293  294  295  296  297  298  299  300  301  302  303  304  305  306  307  308  309  310  311  312  313  314  315  316  317  318  319  320  321  322  323  324  325  326  327  328  329  330  331  332  333  334  335  336  337  338  339  340  341  342  343  344  345  346  347  348  349  350  351  352  353  354  355  356  357  358  359  360  361  362  363  364  365  366  367  368  369  370  371  372  373  374  375  376  377  378  379  380  381  382  383  384  385  386  387  388  389  390  391  392  393  394  395  396  397  398  399  400  401  402  403  404  405  406  407  408  409  410  411  412  413  414  415  416  417  418  419  420  421  422  423  424  425  426  427  428  429  430  431  432  433  434  435  436  437  438  439  440  441  442  443  444  445  446  447  448  449  450  451  452  453  454  455  456  457  458  459  460  461  462  463  464  465  466  467  468  469  470  471  472  473  474   >