საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა ბრიტანეთის ელჩს საქართველოში ჯასტინ მაკენზი სმიტს უმასპინძლა და მასთან განათლების ყველა საფეხურზე მიმდინარე და სამომავლო თანამშრომლობის გეგმები განიხილა. შეხვედრას საქართველოში ბრიტანეთის საბჭოს გენერალური დირექტორი ზაზა ფურცელაძე ესწრებოდა.
საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრები რომში გამართული ევროპის ჩემპიონატის შემდეგ სამშობლოში - 1 ოქროს, 1 ვერცხლისა და 2 ბრინჯაოს მედლით დაბრუნდა. საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე მესამე გუნდური ადგილი დაიკავა.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა, ისრაელის სახელმწიფოს საგანგებო და სრულუფლებიან ახალ ელჩთან საქართველოში, რან გიდორთან, გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა, სადაც მხარეებმა საქართველოსა და ისრაელს შორის განათლებისა და კულტურის მიმართულებით სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
მოსწავლეთა ინტერესებიდან გამომდინარე, I-XII კლასების ზოგადსაგანმანათლებლო სასწავლო პროგრამის ექსტერნატის ფორმით დაძლევის მსურველთათვის ვადა გახანგრძლივდა და რეგისტრაციის დამატებით თარიღად 2020 წლის 18 თებერვალი განისაზღვრა.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე თამარ ქიტიაშვილმა, გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა, რომლის ფარგლებშიც პროფესიულ განათლების სიტემაში მიმდინარე რეფორმასა და არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერითა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ინციატივითა და ორგანიზებით, პირველად საქართველოში „წლის საუკეთესო დირექტორის“ დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.
14 თებერვალს, წალკის სპორტულ კომპლექსში (ჭაბუკიანის #7) გაიმართა ძიუდოსა და ბერძნულ-რომაული ჭიდაობის ტურნირის ფინალური ეტაპი და მედალოსნების დაჯილდოება. ორდღიანი ტურნირი 13 წონით კატეგორიაში ჩატარდა: ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში მედალოსნები 8, ხოლო ძიუდოში 5 წონით კატეგორიაში გამოვლინდნენ. შეჯიბრში 80 ახალგაზრდა სპორტსმენი მონაწილეობდა.
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ ნუნუ მიცკევიჩმა ევგენი ხარაძის აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორიის ადმინისტრაციასთან და მეცნიერ თანამშრომლებთან შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ობსერვატორიის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად ჩამოყალიბების პროცესი, რომელიც ყველა მეცნიერ თანამშრომელთან კომუნიკაციისა და შეთანხმების გზით მიმდინარეობს.
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის ახალი სტანდარტების დანერგვის მხარდაჭერის მასშტაბური ღონისძიებები დაიწყო, რომელთა დიდი ნაწილი ცენტრსა და გაეროს განვითარების პროგრამას შორის გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში განხორციელდება.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩმა სამუშაო შეხვედრა გამართა ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამის „ჰორიზონტი 2020“ საკონტაქტო პირების ქსელის ადგილობრივ წარმომადგენლებთან, რომელთაც კოორდინაციას სამინისტრო უწევს.