საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, მიხეილ ჩხენკელმა, გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე დეპუტატებს უსაფრთხო სასწავლო გარემოს უზრუნველყოფის მიზნით შემუშავებული ცვლილებები გააცნო.
ათასწლეულის გამოწვევის ფონდმა - საქართველო „პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისთვის“ პროექტის ფარგლებში, პროფესიული განათლების სექტორში ინდუსტრიის მონაწილეობის ხელშეწყობის საგრანტო კონკურსის გამარჯვებულები გამოავლინა. პროექტი დაფინანსებულია აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მიერ, ამერიკის შეერთებული შტატებისა და საქართველოს მთავრობას შორის გაფორმებული 140 მილიონი აშშ დოლარის კომპაქტის ფარგლებში.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, მიხეილ ჩხენკელმა, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა გაერთიანებულ სხდომაზე განათლების სისტემის მთავარ მიზნებზე ისაუბრა.
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროფესორ ელგუჯა ხინთიბიძის ინგლისურენოვანი მონოგრაფიის - “Medieval Georgian Romance “The Man in a Panther-Skin” and Shakespeare’s Late Plays“ („შუასაუკუნეების ქართული რომანი „ვეფხისტყაოსანი“ და შექსპირის ბოლოდროინდელი პიესები“) პრეზენტაცია გაიმართა. წიგნი ADOLF M. HAKKERT – PUBLISHER-ის გამომცემლობის მიერ ამსტერდამში, 2018 წელს დაიბეჭდა.
მიხეილ ჩხენკელმა ბათუმის ახალი ქართულ-ამერიკული სკოლა მოინახულა. სასწავლო დაწესებულება, რომელიც ყველა თანამედროვე სტანდატრს აკმაყოფილებს, ახალი სასწავლო წლიდან ამოქმედდება
ევროკომისიის მაღალი რანგის წარმომადგენლებთან სამომავლო თანამშრომლობის საკითხებზე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის, მიხეილ ჩხენკელის, შეხვედრების პარალელურად მინისტრის პირველი მოადგილე, ქეთევან ნატრიაშვილი, ბათუმში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაზე „საქართველოს ევროპული გზა“ ერთ-ერთ მომხსენებლად წარდგა.
ბათუმის საერთაშორისო კონფერენციის „საქართველოს ევროპული გზა“ ფარგლებში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, მიხეილ ჩხენკელმა, ირლანდიის პარლამენტის ევროკავშირის საქმეთა კომიტეტის წევრთან, ჯერარდ ქროუქუელთან, და საერთაშორისო და ევროპულ ურთიერთობათა ინსტიტუტის (IIEA) ხელმძღვანელთან, რორი ქუინთან, გაცნობითი შეხვედრა გამართა.
ბათუმის საერთაშორისო კონფერენციის „საქართველოს ევროპული გზა“ ფარგლებში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, მიხეილ ჩხენკელმა, ევროკომისიის კვლევისა და ინოვაციის საერთაშორისო თანამშრომლობის დირექტორთან, კრისტინა რუსოსთან ორმხრივი შეხვედრა გამართა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე თევზაძე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ევროკომისიის პოლიტიკის მხარდამჭერი ინსტრუმენტის Policy Support Facility-ის საერთაშორისო ექსპერტების სამეცნიერო საზოგადოებასთან შეხვედრას დაესწრო.
ბათუმის საერთაშორისო კონფერენციის „საქართველოს ევროპული გზა“ ფარგლებში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი, მიხეილ ჩხენკელი, ევროკომისიის ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების მოლაპარაკებების დირექტორატის გენერალურ დირექტორს, კრისტიან დანიელსონს, ევროკომისიის კვლევისა და ინოვაციის საერთაშორისო თანამშრომლობის დირექტორს, კრისტინა რუსოს, ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებთან თანამშრომლობის დირექტორს, ლორენს მერედიტსა, და ევროკავშირის ელჩს საქართველოში, იანოშ ჰერმანს, შეხვდა.
ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე სასკოლო ექსკურსიებთან დაკავშირებით რეგულაციები გამკაცრდება. აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ, ლია გიგაურმა, ისაუბრა, რომლის თქმით, ექსკურსიებს ძალიან დიდი საგანმანათლებლო მნიშვნელობა მიენიჭება. ამ კუთხით პროგრამები გაგრძელდება, თუმცა უსაფრთხოების ნორმები მკვეთრად გაძლიერდება.
საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინკლუზიური განათლების განვითარების სამმართველოს ორგანიზებით, რვა სკოლა-პანსიონის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოსწავლეებმა წარმოადგინეს საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების (ბოშები) თვითმყოფადობისთვის დამახასიათებელი საგამოფენო ნამუშევრები.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე თევზაძემ, მონაწილეობა მიიღო “ენობრივი პოლიტიკისა და კონფლიქტების პრევენციის შესახებ” ეუთოს მაღალი დონის კონფერენციაში, რომელიც ნორვეგიის სამეფოს დედაქალაქ ოსლოში გაიმართა.
გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის (DAAD) სტიპენდია წელს საქართველოს მოქალაქე 85-მა სტუდენტმა, მეცნიერმა, დოქტორანტმა და მეცნიერ-თანამშრომელმა მიიღო. 2018 წელს პირველად, სტიპენდიატთა შორის არიან შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და DAAD-ის ერთობლივი პროგრამით დაფინანსებული მეცნიერები და მკვლევარები. სტიპენდიანტები სხვადასხვა დროით გაემგზავრებიან გერმანიაში.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, მიხეილ ჩხენკელი, ბავარიის მევენახეობის სახელმწიფო ინსტიტუტისა და GIZ-ის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრას მინისტრის პირველი მოადგილე, ქეთევან ნატრიაშვილი, ესწრებოდა.