მსოფლიოში ცნობილმა იტალიელმა სამრეწველო დიზაინერმა ჯორჯეტო ჯუჯარომ
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებს ლექცია წაუკითხა. საუკუნის
დიზაინერმა სტუდენტებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარა და წარმატების
მიღწევის გზებზე ესაუბრა.
საქართველოში ოფიციალური ვიზიტით საუკუნის სამრეწველო დიზაინერი,
საავტომობილო დიდების დარბაზის (Automotive Hall of Fame) წევრი იტალიელი
ჯორჯეტო ჯუჯარო იმყოფება, რომელსაც დღეს საქართველოს განათლებისა და
მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი შეხვდა.
საქართველოს განათლებისა და
მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა სპეციალურად ეთნიკური უმცირესობებისთვის
შექმნილი ქართული ენის სახელმძღვანელოს ახლადგამოცემული მე-4 დონის წიგნები
თბილისის 104-ე სომხურენოვან სკოლას თავად გადასცა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების
მინისტრის პირველმა მოადგილემ კოკა სეფერთელაძემ ფოტო-კონკურსში ”ახალი წელი
სკოლაში” გამარჯვებულები დააჯილდოვა.
თბილისის №51, №24 და №10
საჯარო სკოლებს
სამინისტროსგან საჩუქრად Smart-Board-ები გადაეცათ.
პროგრამის ”ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან
ერთად” ფარგლებში საქართველოში უცხოელ პედაგოგთა ჩამოსვლა გრძელდება. დღეს
თბილისში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან უცხოელი პედაგოგების მორიგი ჯგუფი ჩამოვიდა.
საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის
ინიციატივით, 2011 წლის საბავშვო ევროფესტივალზე გამარჯვებული ქართული
ჯგუფი “Candy”-ის წევრები ინგლისში New College Nottingham-ში ინგლისურ
ენას გაძლიერებულად შეისწავლიან.
მანდატურები იაშვილის კლინიკაში არსებულ
ლეიკემიით დაავადებულ ბავშვთა ცენტრს ეწვივნენ და ბავშვებს ახალი წელი
მიულოცეს. მანდატურებმა ცენტრში 40-მდე მოზარდი მოინახულეს და მთელი დღე
მათთან
ერთად გაატარეს.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო განმარტავს,
რომ მოსწავლისთვის სტატუსის შეჩერების წესის შემოღება ვაუჩერული დაფინანსების სისტემის გამჭვირვალობას უკავშირდება,
რომელიც როგორც საჯარო, ასევე კერძო სკოლებში
ბიუჯეტის თანხების არამიზნობრივ ხარჯვას გამორიცხავს.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა და სამინისტროს შოთა
რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალურმა დირექტორმა
მრავალშვილიან მეცნიერს ძველი ახალი წელი მიულოცეს.
თბილისის №126 საჯარო სკოლაში სრული
რეაბილიტაცია ხორციელდება. დღეს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი სარემონტო სამუშაოების
მიმდინარეობას გაეცნო.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი
საქართველოს პრეზიდენტის მიერ ინიცირებული პროგრამის ”ქართული ენა მომავალი
წარმატებისთვის” მონაწილეთა მეორე ნაკადს შეხვდა. პროგრამა ”ქართული ენა მომავალი წარმატებისთვის” 2011 წლის სექტემბრიდან ამოქმედდა.
საქართველოს პრეზიდენტის
მიერ ინიცირებული ”კახეთის განვითარების პროექტის” ფარგლებში, გურჯაანის რაიონის სოფელ
კაჭრეთში მდებარე პროფესიულ კოლეჯში ”აისი” კონფერენცია გაიმართა, რომელზეც კახეთში
ტურიზმის განვითარებისა და ამ პროცესში კაჭრეთის პროფესიული კოლეჯის მონაწილეობის
საკითხი განიხილეს.
მანდატურებმა
სამტრედიის №15 სკოლა-პანსიონის სპეციალური საჭიროების მქონე აღსაზრდელები
მოინახულეს. ახალიწელი მანდატურებმა
მოზარდებთან ერთად გაატარეს. ღონისძიების ფარგლებში ბავშვებს საახალწლო
საჩუქრები გადაეცათ.