საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს საესტრადო მომღერლისა და მსახიობის, ანსამბლ „ივერიას“ წევრის, თემურ წიკლაურის გარდაცვალების გამო და უსამძიმრებს მის ოჯახს, ახლობლებსა და კოლეგებს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრთან მიხეილ ჩხენკელთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა საქარის ახლადაშენებული საჯარო სკოლა მოინახულა და მოსწავლეებსა და მასწავლებლებს სასწავლო პროცესის საკლასო ოთახში დაბრუნება მიულოცა.
თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურა ახლად აშენებულ სკოლასა და კამპუსს აერთიანებს. მისი ფართობი ჯამში 7700 კვადრატული მეტრია.
ლანჩხუთში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი კოლეჯის მშენებლობა დაიწყო და 2021 წლის ბოლოს დასრულდება.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა ლიეტუვის რესპუბლიკის ელჩს საქართველოში ანდრიუს კალინდრას უმასპინძლა და მასთან განათლების ყველა მიმართულებით სამომავლო თანამშრომლობის გეგმები განიხილა.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა საქართველოში სამუშაო ვიზიტით მყოფ მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი არქიტექტურული ბიუროს “IDOM” (ესპანეთი) და სიმსივნური დაავადებების პროტონული თერაპიის აპარატურის მწარმოებელი კომპანიის “IBA” (ბელგია) წარმომადგენლებს უმასპინძლა, რომლებიც ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში ადრონული თერაპიის ცენტრის პროექტს ახორციელებენ. შეხვედრაზე მხარეებმა ცენტრის მშენებლობისა და განვითარების დეტალები განიხილეს.
საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 1-ლი თებერვლიდან ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე, მათ შორის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე მოქმედ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში, გარდა თბილისის, ქუთაისისა და რუსთავისა, სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში გაგრძელდება. ამის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველმა მოადგილე ეკატერინე დგებუაძემ სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ონლაინ კონფერენცია „განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის განვითარება: მიღწევები და გამოწვევები“ გახსნა. სიტყვით გამოსვლისას მინისტრმა განათლების ყველა მიმართულებით ხარისხის გაუმჯობესების კუთხით უკვე მიღწეულ შედეგებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა და ამ პროცესში საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართულობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მსოფლიოში აღიარებული მწვრთნელის, სპორტის დამსახურებული მოღვაწის, ნუგზარ სხირელის გარდაცვალების გამო.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველმა მოადგილე ეკატერინე დგებუაძემ ახალი ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვის ფარგლებში გამართულ შემაჯამებელ ფორუმში დისტანციურად მიიღო მონაწილეობა.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა საფრანგეთის ელჩს საქართველოში დიეგო კოლასს უმასპინძლა. შეხვედრაზე მხარეებმა განათლების მიმართულებით თანამშრომლობის, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტისა და ფრანგულ-ქართული უნივერსიტეტის განვითარების შესაძლებლობები განიხილეს.
საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, არსებული ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გათვალისწინებით, 1-ლი თებერვლიდან ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე, გარდა თბილისის, ქუთაისისა და რუსთავისა, სასწავლო პროცესი საკლასო ოთახში გაგრძელდება.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძესა და განათლებისა და კულტურის მინისტრ ეკა ხოფერიასთან სამუშაო შეხვედრა გამართა და მათთან მიმდინარე და სამომავლო ერთობლივი პროექტები განიხილა.