მთავრობის ადმინისტრაციაში განათლების საერთაშორისო ცენტრის კურსდამთავრებულთა ასოციაციის მრჩეველთა საბჭოს სამუშაო შეხვედრა შედგა, რომლის მთავარი მიზანი იყო გასულ წლებში ასოციაციის მიერ განხორციელებული საქმიანობის ერთგვარი შეჯამება/ანალიზი და სამომავლო გეგმების განსაზღვრა.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისადა სპორტის მინისტრი მიხეილ ჩხენკელი: „4 ივლისი ამერიკის შეერთებული შტატებისდამოუკიდებლობის დღეა!
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ ეკატერინე დგებუაძემ 2020-2021 სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით რესურსცენტრების წარმომადგენლებთან და სკოლის დირექტორებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
1924 წლის 2 ივლისს, პარიზის ოლიმპიური თამაშების დაწყებიდან რამდენიმე დღეში, სპორტული პრესის საერთაშორისო ასოციაცია დაარსდა. ასოციაცია მალევე იქცა სხვადასხვა ქვეყნის სპორტული ჟურნალისტების გამაერთიანებელ ორგანიზაციად.
ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, გამოცდებში მონაწილეთა ჯანმრთელობის მაქსიმალური დაცვისა და ამავე დროს საგამოცდო პროცესის სრულყოფილად წარმართვის უზრუნველსაყოფად პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედ უწყებათაშორის საბჭოში შემავალი სამინისტროების კოორდინირებული მუშაობით, დაზუსტდა ერთიანი ეროვნული გამოცდების, საერთო სამაგისტრო გამოცდებისა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსის უსაფრთხოდ ჩატარების წესები.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინიციატივით, პროფესიული განათლების მიღების მსურველ სტუდენტებს სავალდებულო სამხედრო სამსახური პროგრამის დასრულებამდე გადაუვადდებათ. შედეგად, ახალგაზრდები პროგრამის დასრულებას უწყვეტად შეძლებენ.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ჩხენკელი აშშ-ს მთავრობის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის (MCC) მეორე კომპაქტის ვირტუალურ საიუბილეო ღონისძიებას დაესწრო და საზოგადოებას სიტყვით მიმართა. ღონისძიება ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის (MCC) ვიცე-პრეზიდენტმა ჯონათან ბრუკსმა გახსნა.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩთან კელი დეგნანთან და USAID-ის მისიის დირექტორთან საქართველოში პიტერ ვიბლერთან შეხვედრა გამართა, სადაც საუბარი შეეხო აშშ-სა და საქართველოს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში ამერიკული მხარის მიერ 7 მილიონი დოლარის ღირებულების საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელებას.
საქართველოს მასშტაბით მოქმედმა პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებათა უმეტესობამ ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექციის მიერ შემოწმება გაიარა და მიმდინარე წლის 6 ივლისიდან სასწავლო პროცესის აღდგენის ნებართვა მიიღო.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, თამარ ქიტიაშვილმა, ისრაელის სახელმწიფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან საქართველოში, რან გიდორთან, გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩმა შეხვედრა გამართა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლებთან, სადაც სტუმრებმა უნივერსიტეტების ინოვაციური ცენტრებისა და იქ მიმდინარე პროექტებისა და აქტივობების შესახებ პრეზენტაციები წარმოადგინეს.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ლევან ხარატიშვილმა მონაწილეობა მიიღო ევროპის საბჭოს კულტურის, მემკვიდრეობისა და ლანდშაფტების მმართველი კომიტეტის პლენარულ სესიაზე.
ოლიმპიური ჩემპიონის ნუგზარ ასათიანის სახელობის ფარიკაობის დარბაზს რეაბილიტაცია ჩაუტარდა. განახლდა სავარჯიშო სივრცე, გასახდელები და საშხაპეები. დარბაზში სრულადაა დაცული უსაფრთხოების ნორმები და პასუხობს თანამედროვე მოთხოვნებს.