26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა. წელს დამოუკიდებლობის დღე მიეძღვნა ცოდნას, როგორც ადამიანის მამოძრავებელ ძალას, როგორც გზას, რომელსაც თავისუფლებამდე მივყავართ.
26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები, რომელიც მთელი საქართველოს მასშტაბით, ერთიანი კონცეფციით - „ცოდნას მივყავართ თავისუფლებამდე” იმართება, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო მთელი ქვეყნის მასშტაბით აქტიურად არის წარმოდგენილი.
საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული კანონით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, ქართული საანბანე სახელმძღვანელოს იაკობ გოგებაშვილისეული მეთოდით მოამზადებს და სასწავლო პროცესისთვის დაბეჭდავს.
1800-ზე მეტმა საჯარო სკოლის დირექტორმა, ამდენივე ფასილიტატორმა და საგანმანათლებლო რესურსცენტრების წარმომადგენელმა 2016-2019 წლებში პროფესიული განვითარების კურსი - „ლიდერობის აკადემია“ გაიარეს. კურსის მონაწილეებს დღეს შესაბამისი სერტიფიკატები განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, ირინა აბულაძემ გადასცა.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, ირინა აბულაძემ, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორთან, გიორგი შარვაშიძესთან ერთად, „ილ დე ფრანსის“ რეგიონალურის საბჭოს ვიცე-პრეზიდენტთან ჟერომ შარტიესთან და საფრანგეთის დელეგაციის სხვა წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
განათლების რეფორმის ფარგლებში საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი თბილისის კლასიკური გიმნაზიის ღვაწლმოსილ პედაგოგებს შეხვდა და ზოგადი განათლების რეფორმის თაობაზე დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.
განათლების რეფორმის ფარგლებში შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნულ სამეცნიერო ფონდსა და მსოფლიოს უმსხვილეს სამეცნიერო ბაზას - Elsevier-ს შორის თანამშრომლობის ახალი ეტაპი იწყება, რომლის ფარგლებში საქართველოში აკრედიტირებულ ყველა სახელმწიფო და კერძო უმაღლეს სასწავლებელს, სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტებსა და კვლევით ცენტრებს Elsevier-ის სამეცნიერო ბაზებზე წვდომა შეუფერხებლად ექნებათ.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო პირველკლასელთა საყოველთა ელექტრონულ რეგისტრაციას აცხადებს. რეგისტრაცია 21 მაისს 09:00 საათიდან დაიწყება და 12 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება.
18-19 მაისს გოლფში საქართველოს პირველი ეროვნული ჩემპიონატი ჩატარდა. ისტორიული შეჯიბრების გამარჯვებული სანდრო ილაშვილი გახდა.
ჩემპიონატი საზეიმოდ 18 მაისს გაიხსნა. პირველი სიმბოლური დარტყმა ოლიმპიურმა ჩემპიონმა, ძალოსანმა ლაშა ტალახაძემ შეასრულა, რის შემდეგაც ასპარეზობაში ჩემპიონატის მონაწილეები ჩაერთნენ.