სასწავლო
შედეგების გაუმჯობესების წინაპირობა შესაბამისი, გამართული სასკოლო
ინფრასტრუქტურაა. ამ
მიზნით, სამინისტროს მიერ სრულადაა შესწავლილი ზოგადსაგანმანათლებლო სივრცეში
არსებული ინფრასტრუქტურული მდგომარეობა,
რის შედეგადაც 2013 წელს დაიგეგმა და უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს სარეაბილიტაციო სამუშაოები.
თამარ სანიკიძემ საჯარო სკოლებში განხორციელებული ინფრასტრუქტურულ
პროექტებსა და სამომავლო გეგმებზე ვრცელი პრეზენტაცია დღეს, ჟურნალისტებს წარუდგინა და ყველა მათ შეკითხვას
უპასუხა.