საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ კიდევ ერთხელ
მიულოცა პედაგოგებს ახალი წელი ამჯერად, მრავალშვილიანი მასწავლებლის ოჯახიდან.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ დამდეგი ახალი წელი მასწავლებლებს, მოსწავლეებსა და მათ მშობლებს თბილისის №202 სკოლა-პანსიონიდან მიულოცა.
,,ინკლუზიური სწავლების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში, იაშვილის სახელობის ბავშვთა
ცენტრალურ საავადმყოფოში ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისათვის საგანმანათლებლო სერვისის მიწოდება ხორციელდება.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში
ადგილობრივი მუნიციპალიტეტების წარმომადგენელთათვის ფორუმი გაიმართა
თემაზე „ადრეული და სკოლამდელი განათლების
ხელშეწყობა საქართველოში“.
საქართველოს განათლებისა და მეცინერების
სამინისტროს 2013 წლის საქმიანობის შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა, რომელზედაც
თამარ სანიკიძემ სამინისტროს
მიერ განხორციელებულ პროექტებსა და
სამომავალო გეგმებზე ისაუბრა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების
სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმების დეპარტამენტმა სასტუმრო „ქორთიარდ
მერიოტში“ ორდღიანი კონფერენცია „ეროვნული სასწავლო გეგმა - არსებული გამოწვევები
და პერსპექტივები“ გამართა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ 2013 წელს ინკლუზიური განათლება ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად გამოაცხადა
და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე მოსწავლეებისათვის რამდენიმე მნიშვნელოვანი პროექტი განახორციელა.
მიმდინარე წლის 26 დეკემბერს,
გასაუბრება იმ კანდიდატებთან გაიმართება, რომელთაც წარმატებით გადალახეს საჯარო სკოლის
დირექტორების სერტიფიცირების პირველი
ეტაპი - ტესტირება, მაგრამ უამინდობის გამო ვერ შეძლეს დადგენილ ვადებში გასაუბრებაზე გამოცხადება.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ დღეს, პირველი ეროვნული კონფერენცია გახსნა სახელწოდებით: ზოგადი განათლება საქართველოში-ანალიზი და პერსპექტივები.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა სასკოლო ბლოგების კონკურსში „გაიცანით ჩემი რაიონი“ გამარჯვებული სკოლები დააჯილდოვა. გამარჯვებულთა შორის იყვნენ მოსწავლეები თელავის, რუსთავის, ზუგდიდის, ხაშურის, მესტიის, ქუთაისისა და თბილისის სკოლებიდან.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე დღეს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა. შეხვედრა ლექცია–დიალოგის ფორმატში ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტების ინიციატივით გაიმართა.
იუსტიციის მინისტრის
ინიციატივით, იუსტიციის სახლი პედაგოგებისათვის უფასო პირადობის მოწმობების გაცემას
იწყებს. ამის შესახებ იუსტიციის სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე თეა წულუკიანმა განაცხადა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით კონფერენცია გაიმართა თემაზე „განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპული ხედვა“, რომელიცმინისტრის მოადგილემ გიორგი შარვაშიძემ გახსნა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს
განათლების მართვის საინფორმაციო სისტემამ
(EMIS)
2013 წლის მუშაობის შედეგები შეაჯამა. წლიური
ანგარიშის წარდგენას საქართველოს განათლებისა
და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე ქეთევან ნატრიაშვილი დაესწრო.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების
სამინისტროსა და პროფესიული კოლეჯის „სპექტრი“ ინიციატივით კონფერენცია გაიმართა თემაზე: კერძო სექტორის როლი პროფესიული
განათლების განვითარებაში. კონფერენცია საქართველოს განათლებისა და
მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ ქეთევან ნატრიაშვილმა გახსნა.