საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ ინიცირებული პროექტის მსვლელობას -„ინგლისური ენის სწავლების გაძლიერების პროგრამა“, დიდი ბრიტანეთის ბაქსვუდის სკოლის დამფუძნებელი და დირექტორი ჯაილს სატონი გაეცნო. ინგლისელი სპეციალისტის ჩამოსვლის მიზანია დააკვირდეს და შეაფასოს პროექტი, რომელსაც ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლა - „თბილისი“ დიდი ბრიტანეთის ბაქსვუდის სკოლასთან თანამშრომლობით ახორციელებს.
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავის საჯარო სკოლის პედაგოგს თეა საძაგლიშვილს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი მარგველაშვილმა სამინისტროს ჯილდო-სამკერდე ნიშანი „ამაგდარი“ გადასცა.