პროგრამა ,,ასწავლე და ისწავლე
საქართველოსთან ერთად’’ მონაწილე უცხოელი პედაგოგები დღეს კახეთს ეწვივნენ და
რთველში მიიღეს მონაწილეობა. ასამდე მასწავლებელმა
ამერიკის შეერთებული შტატებიდან, კანადიდან, ავსტრალიიდან, დიდი ბრიტანეთიდან და
ევროპის ქვეყნებიდან პროფესიული კოლეჯის “აისი” ბაზაზე არსებულ ვენახში ყურძენი დაკრიფეს.