კერძო სექტორის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრების ციკლი სახელწოდებით „პროფესიული განათლება ადამიანური კაპიტალის განვითარებისთვის“ გრძელდება.
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის, სოფელ გორაბერეჟოულში კოლეჯის მშენებლობა მიმდინარეობს. სამშენებლო სამუშაოებს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე, თამარ ქიტიაშვილი, გურიის სახელმწიფო რწმუნებულთან ზურაბ ნასარაიასთან ერთად გაეცნო.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე, თამარ ქიტიაშვილი, დასავლეთ საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტს ესტუმრა და იმ მასწავლებლებს შეხვდა, რომლებმაც პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში, ზოგადი განათლების კომპონენტი უნდა ასწავლონ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელს საქართველოში კრისტიან ურსეს უმასპინძლა.
ისტორიული შენობის რეკონსტრუქციისა და რეაბილიტაციის პროცესს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე, თამარ ქიტიაშვილი გაეცნო.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა პრემიერ-მინისტრის მრჩეველ სოზარ სუბართან და სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის სააგენტოს ხელმძღვანელ დავით ფარცვანიასთან ერთად მესტიის მუნიციპალიტეტში სოფელ წვირმის საჯარო სკოლის მშენებლობის პროცესი მოინახულა.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა პრემიერ-მინისტრის მრჩეველ სოზარ სუბართან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად მესტიის მუნიციპალიტეტში საქართველოს ეროვნული მუზეუმის სვანეთის ისტორიისა და ეთნოგრაფიის მუზეუმი და წვირმისა და იფარის ტაძრები მოინახულა.
პროფესიულ განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, წყალტუბოს მუნიციპალიტეტში პროფესიული კოლეჯი ამოქმედდება. ამ დროისთვის კოლეჯის მშენებლობა საწყის ეტაპზეა. განათლების, მენიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე, თამარ ქიტიაშვილი, იმერეთის რწმუნებულთან, ზვიად შალამბერიძესთან ერთად, პირადად გაეცნო დაწყებულ სამშენებლო სამუშაოებს.
საქართველოში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაცია „ეფენდი ვილა“ ევროპის საბჭოსა და ევროკომიისის ერთობლივი კონკურსის „ევროპის მემკვიდრეობის დღეების ამბები“ 11 გამარჯვებულს შორის დასახელდა და ფულადი ჯილდო მოიპოვა.
ქობულეთის პროფესიულ კოლეჯში „ახალი ტალღა“ სწავლის მსურველთათვის და სხვა დაინტერესებული პირებისთვის, ღია კარის დღე გაიმართა.
სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდ ჯიხაიშში, ნიკო ნიკოლაძის მიერ დაარსებული სასწავლებელის სრული რეაბილიტაცია განხორციელდება.
ქვეყანაში კინოწარმოების აღდგენის მიზნით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს თანამშრომლობით, შემუშავდა „ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციასთან (COVID-19) დაკავშირებული ზოგადი რეკომენდაციები კინოწარმოებისთვის“.