საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, თამარ ქიტიაშვილმა, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) წარმომადგენლებთან ერთად, პროფესიული განათლების საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში განხორციელებული აქტივობები შეაჯამა.
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ეკატერინე დგებუაძემ და საგანმანათლებლო დაწესებულება მანდატურის სამსახურის ხელმძღვანელმა გელა გელაძემ სკოლებში ბულინგის პრევენციის საკითხებზე საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართეს.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში გოდერძი ჩოხელის სახელობის ლიტერატურული კონკურსის „ერთგულება“ გამარჯვებულები გამოვლინდნენ.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე, თამარ ქიტიაშვილი, სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტს, გიორგი პერტაიას შეხვდა. აღნიშნული შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა პროფესიულ განათლებაში კერძო სექტორის ჩართულობის გააქტიურება და ამ პროცესში სავაჭრო-სამრეწველო პალატის როლის გაძლიერება დარგობრივ ასოციაციებთან ერთად.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა საქართველოში საბერძნეთის ელჩთან დიმიტრიოს კარაბალისთან. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ საბერძნეთის ელჩის მოადგილე პოლიტიკური მიმართულებით, გიორგოს პაპანიკოლაუ და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი ნიკოლოზ ანთიძე.
მულტიფუნქციურ სივრცეში ,,ტერმინალი’’, „განათლების საერთაშორისო ცენტრის კურსდამთავრებულთა ასოციაციის“ ორგანიზებით კარიერული ფორუმი გაიმართა. ღონისძიება მიზნად ისახავდა ცენტრის კურსდამთავრებულთა დაახლოებას მათთან პროფესიულად დაკავშირებულ ორგანიზაციებთან. ფორუმში მონაწილეობა ასოციაციის 60-მდე წევრმა და 20-მდე კერძო თუ სახელმწიფო უწყების ხელმძღვანელებმა/წარმომადგენლებმა მიიღეს.
ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი ევროპული თეატრალური კონვენციის ოფიციალური წევრი 29 ნოემბერს, ამსტერდამში გამართულ ევროპული თეატრების კონვენციის გენერალურ ასამბლეაზე გახდა.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩი საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის პროფესორის, აკადემიკოს როინ მეტრეველის 80 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო, საზოგადოებას სიტყვით მიმართა და მეცნიერს იუბილე მიულოცა.
საქართველოს განათლების, მეცნიერების კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და საარჩევნო სისტემათა საერთაშორისო ფონდ "აი-ფი-ეს საქართველოს"(IFES) შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომლის მიზანს პროფესიული განათლების მასწავლებელთა მიერ სამოქალაქო განათლების სწავლების ხარისხის ამაღლება და სამოქალაქო განათლების სახელმძღვანელოების მომზადების ხელშეწყობა წარმოადგენს.
6-14 დეკემბერს, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერითა და ელისო ვირსალაძის კლასიკური მუსიკის ცენტრის ორგანიზებით, პროექტის „კლასიკური მუსიკა ალტერნატიულ სივრცეში“ ფარგლებში კონცერტები ჩატარდება და მასში მონაწილეობას საერთაშორისო კონკურსების ლაურეატები და მსოფლიოში გამოჩენილი მუსიკოსები მიიღებენ.
ჟენევაში, მსოფლიო ბირთვული კვლევების ცენტრში (CERN) საინტერესო შეხვედრა გაიმართა ფიზიკით დაინტერესებულ ქართველ ახალგაზრდებსა და ცენრში მოღვაწე ქართველ მეცნიერებს შორის.
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილეებმა ნუნუ მიცკევიჩმა და ეკატერინე დგებუაძემ კონფერენცია „უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის რეფორმა და განვითარების შესაძლებლობები“ გახსნეს.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, თამარ ქიტიაშვილმა, „ინფორმაციული ტექნოლოგიების აკადემიაში“ გამართული ოლიმპიდის მონაწილეების ნამუშევრები დაათვალიერა და გამარჯვებულები დააჯილდოვა.