საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო პირველკლასელთა საყოველთა ელექტრონულ რეგისტრაციას აცხადებს. რეგისტრაცია 21 მაისს 09:00 საათიდან დაიწყება და 12 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება.
18-19 მაისს გოლფში საქართველოს პირველი ეროვნული ჩემპიონატი ჩატარდა. ისტორიული შეჯიბრების გამარჯვებული სანდრო ილაშვილი გახდა.
ჩემპიონატი საზეიმოდ 18 მაისს გაიხსნა. პირველი სიმბოლური დარტყმა ოლიმპიურმა ჩემპიონმა, ძალოსანმა ლაშა ტალახაძემ შეასრულა, რის შემდეგაც ასპარეზობაში ჩემპიონატის მონაწილეები ჩაერთნენ.
17 მაისს, 12:00 საათზე, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში, (მის. სანაპიროს 4) მინისტრის პირველმა მოადგილემ მიხეილ გიორგაძემ საქართველოს მუზეუმების წარმომადგენლებს უმასპინძლა, რომლებსაც სიგელები და საჩუქრები გადასცა. შედგა ასევე, იმ ღონისძიებების პრეზენტაცია, რომლებიც 18 მაისს - მუზეუმების საერთაშორისო დღის კვირეულისა და აქციის „ღამე მუზეუმში“ფარგლებშია დაგეგმილი.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, ირინა აბულაძემ, „ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს“ აღმასრულებელ დირექტორთან მაგდა მაღრაძესთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ დილიკაურში ახლადრებილიტირებული სკოლა გახსნა.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიამ სახელმძღვანელო „ხელოვნების ისტორია“ (ХVI-ХVII საუკუნეების ევროპა)გამოსცა.
წიგნის პრეზენტაცია განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში შედგა.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო მომზადება-გადამზადების მოკლევადიან პროგრამებზე მიღებას იწყებს. თბილისის, აჭარისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო პროფესიულ სასწავლებლებში მომზადება-გადამზადების პროგრამებზე მსმენელთა რეგისტრაცია 15 მაისიდან ექვს სახელმწიფო საგანამანთლებლო დაწესებულებაში დაიწყება და პირველ ეტაპზე კოლეჯები 400-მდე მსურველს მიიღებენ.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ ირინა აბულაძემ საფრანგეთის განვითარების სააგენტოს (AFD) სამხრეთ კავკასიის რეგიონული ოფისის დირექტორთან, გაელ ასაიაგსთან სამუშაო შეხვედრა გამართა და მას განათლების სისტემაში მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები გააცნო.