საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი, მიხეილ ჩხენკელი, ოფიციალური ვიზიტით მონაკოში იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში მინისტრმა მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო ორგანიზაციის „მშვიდობა და სპორტი“ ინიციატივით გამართული ფორუმის მრგვალ მაგიდაში, რომლის მთავარი თემა იყო „განათლება მდგრადი მშვიდობისთვის სპორტის მეშვეობით“.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროშიგაიმართა ჰოვანეს თუმანიანის იუბილესადმი მიძღვნილი წიგნის „ჰოვანესთუმანიანი - 150“ პრეზენტაცია.
საქართველოს ხელოვნების სასახლეში, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილეები ლევან ხარატიშვილი და ბადრი მაისურაძე, წიგნის „ქართველთა თავსაბურავი“ პრეზენტაციას დაესწრნენ.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ დაიწყო განაცხადების მიღება სპორტული ორგანიზაციების აღიარების საკითხის განხილვის მიზნით. მიღებულ განაცხადებს განიხილავს სამინისტროსთან არსებული სათათბირო ორგანო - სპორტული ორგანიზაციების აღიარებისა და დაფინანსების საბჭო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები დამტკიცდება მინისტრის ბრძანებით.
მთის პოპულარიზაციის მიზნით, მსოფლიოს სხვა ქვეყნების მსგავსად, საქართველო მეორე წელია ოფიციალურად აღნიშნავს მთის საერთაშორისო დღეს - 11 დეკემბერს.
დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში ექსპოზიცია „მარადიული რომი. რომაული ქანდაკების შედევრები დინო და ერნესტა სანტარელის ფონდიდან“ გაიხსნა. ღონისძიებას განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ლევან ხარატიშვილი დაესწრო.
მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში, 2019 წლის „წინანდლის პრემიის“ ლაურეატები გამოვლინდნენ. ღონისძიებას განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ბადრი მაისურაძე დაესწრო და საზოგადოებას სიტყვით მიმართა.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ეკატერინე დგებუაძემ რეგიონების მასშტაბით საუკეთესო შედეგების მქონე ეროვნული ოლიმპიადების მონაწილე 207 მოსწავლეს სხვადასხვა პრიზი და ფულადი ჯილდო გადასცა.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩმა ორბელიანების სასახლეში პრეზიდენტის ინიციატივით საქართველოსა და კავკასიის მეცნიერებების შემსწავლელი საკოორდინაციო ცენტრის დაფუძნებასთან დაკავშირებით ქართველი მეცნიერების შეკრებას დაესწრო და საზოგადოებას სიტყვით მიმართა.
ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, განათლების მიმართულებით არაერთი ღონისძიება ტარდება. სამინისტროს „სასკოლო აქტივობების ხელშეწყობის ქვეპროგრამის" ფარგლებში საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მოსწავლეებისთვის გამოცხადებულია ორი სასკოლო კონკურსი:
სავაჭრო-სამრეწველო პალატამ დიპლომატიური კორპუსის, დონორი ორგანიზაციებისა და სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლებს ის პროექტები და ინიციატივები გააცნო, რომელთა განხორციელებასაც 2020 წლიდან იწყებს. პალატამ პრიორიტეტად პროფესიული განათლების სფერო განსაზღვრა და აღნიშნული მიმართულებით მომზადებული სამოქმედო გეგმაც წარადგინა.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში მიხაი ზიჩის სახელობის კონკურსის გამოცხადების თაობაზე პრესკონფერენცია გაიმართა, რომელსაც განათლების, მეცნიერების, კულტურისა და მინისტრის მოადგილე ლევან ხარატიშვილი და საქართველოში უნგრეთის რესპუბლიკის ელჩი ვიქტორია ჰორვატი უძღვებოდნენ.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, თამარ ქიტიაშვილმა, კერძო კოლეჯების დირექტორებთან შეხვედრისას მიმდინარე ცვლილებები, არსებული გამოწვევები და სამომავლო გეგმები განიხილა.