2018 წლის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის კვირეული და საქართველოს საპატიო სტუმარი ქვეყნის პავილიონი ოფიციალურად გაიხსნა. გერმანულენოვანი აუდიტორიის ფოკუსში ქართული პროგრამა კონცეფციით Georgia Made by Characters / ანბანით მოთხრობილი საქართველო წარდგა.
4-7 ოქტომბერს საქართველომ პირველად უმასპინძლა ექსტრემალური წინაღობების მარათონს - ‘RUNMAGEDDON’. სპეციალურად ღონისძიებისთვის ყაზბეგში მოეწყო მარათონისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა სსიპ-ების თანამშრომლებს კონკურსის წესით შერჩეული ახალი ხელმძღვანელები წარუდგინა, თითოეულ უწყებაში გაცნობითი შეხვედრა გამართა და წარმატებები უსურვა მომავალ საქმიანობაში.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, ვენის ალბერტინას მუზეუმი ნიკო ფიროსმანაშვილის გამოფენას უმასპინძლებს. აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით, 5 ოქტომბერს, დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში პრესკონფერენცია გაიმართა.
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი, პირველ მოადგილე მიხეილ გიორგაძესთან და მოადგილე შალვა გოგოლაძესთან ერთად მსოფლიო ჩემპიონატიდან დაბრუნებულ ძიუდოისტებს შეხვდა. ღონისძიებას ღვინის ქარხანა N1-მა უმასპინძლა.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა სამინისტროში განხორციელებულ საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით სპეციალური ბრიფინგი გამართა და საზოგადოებას სამინისტროში განხორციელებული საკადრო ცვლილებები და ვაკანტურ თანამდებობებზე კონკურსის წესით შერჩეული სსიპ-ების ხელმძღვანელები წარუდგინა.
საქართველოს უძველესმა პროფესიულმა სასწავლებელმა, რომელიც მცხეთის რაიონის სოფელ წინამძღვრიანთკარში მდებარეობს 135 წლის იუბილე აღნიშნა. ილია წინამძღვრიშვილის სახელობის კოლეჯი 2017 წელს განახლდა და თავიდან აღორძინდა. იგი საქართველოს პირველი და უძველესი პროფესიული სასწავლებელია, რომელიც ცნობილი პედაგოგისა და პუბლიცისტის, ილია წინამძღვრისშვილის, მიერ დაარსდა. მის წარმატებასა და განვითარებაში წვლილი შეიტანეს ილია ჭავჭავაძემ, იაკობ გოგებაშვილმა და ნიკო ცხვედაძემ.
მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალის ფარგლებში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ევროკომისიისა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ერთობლივი ორგანიზებით გაიმართა საერთაშორისო რეგიონალური კონფერენცია თემაზე “EU4Innovation: კვლევისა და ინდუსტრიას შორის კავშირების ხელშეწყობა”.
საქართველოს ყრუთა კავშირთან არსებულმა ქორეოგრაფიულმა ანსამბლმა „ლილემ“, საბერძნეთში, ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალში „იდეების ტალღა“, პირველი საპრიზო ადგილი მოიპოვა.
საქართველოს პრემიერ მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში COMET საერთაშორისო კოლაბორაციის ინტეგრაციის სამუშაო შეხვედრა გახსნა.
ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში არგენტინაში, ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებზე ოლიმპიური დელეგაციის გაცილების საზეიმო ცერემონია გაიმართა. კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტმა ნინო სალუქვაძემ ოლიმპიადის ლიცენზიანტები წარადგინა, რის შემდეგაც სპორტსმენებმა ოლიმპიური ფიცი დადეს.
ბარისახოს, შატილისა და მაღაროსკარის სკოლა-პანსიონებში სასწავლო პროცესი შეუფერხებლად წარიმართება
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის, მიხეილ ბატიაშვილის ინიციატივით, სოფელ ბარისახოს, შატილისა და მაღაროსკარის პანსიონები სამინისტროს დაექვემდებარება, რაც სკოლა-პანსიონის მოსწავლეებს განათლების დაუბრკოლებლად მიღების შესაძლებლობას მისცემს.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, 3 ოქტომბრიდან 19 ოქტომბრის ჩათვლით, აცხადებს პროფესიული განათლების მიღების მსურველთა რეგისტრაციას.
აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში დასრულებულ ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა სამივე სინჯის მედალი მოიპოვა და გუნდურ ჩათვლაში 124 ქვეყანას შორის მე-4 ადგილი დაიკავა. მსოფლიო ჩემპიონი +100 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე გურამ თუშიშვილი გახდა, ვერცხლის მედალს ვარლამ ლიპარტელიანი (-100 კგ) დაეუფლა, ხოლო ბრინჯაო ამირან პაპინაშვილის (-60 კგ) ანგარიშზეა. აღსანიშნავია, რომ 2014 წლის შემდეგ, საქართველომ პირველად იზეიმა მსოფლიო ჩემპიონობა ძიუდოში.