ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ლიტერატურული კონკურსის „შემოდგომის ლეგენდა" 2017 წლის გამარჯვებულები გამოვლინდნენ. პირველი საპრიზო ადგილი შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტს ხატია იათაშვილს ერგო, მეორეადგილოსანი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი ალექსანდრე კალმახელიძე გახდა, ხოლო მესამე ადგილი ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის სტუდენტმა მარიამ ჭუმბურიძემ დაიკავა.
პროფესიულ კოლეჯებში 2017 წლის საშემოდგომო მიღებაზე ჩარიცხული სტუდენტებისთვის სწავლა დაიწყო. სწავლის დაწყება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა პირადად მიულოცა პროფესიული კოლეჯის „აისი“ სტუდენტებს და მათთან ერთად, წარმატებები უსურვა 8 000-დე პირველკურსელს.
მოსწავლეებში შრომითი უნარების განვითარების პროგრამა წარმატებით მიმდინარეობს საქართველოს 138 საჯარო სკოლაში. ერთ-ერთ მათგანს, თბილისის პირველ ექსპერიმენტულ სკოლას, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე ქეთევან ნატრიაშვილი და მინისტრის მოადგილე ლია გიგაური ეწვივნენ და შრომითი უნარების კურსს დაესწრნენ საკონდიტრო და სარესტორნო საქმის მიმართულებით.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი აშშ-ის ელჩს საქართველოში იან კელის შეხვდა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო განათლებისა და მეცნიერების მიმართულებით არსებულ ორმხრივ ნაყოფიერ თანამშრომლობას. განსაკუთრებული აქცენტი ამერიკის მთავრობის ინვესტიციის მნიშვნელობასა და საქართველოში ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის (MCC) აქტივობებზე გაკეთდა.
მინისტრის პირველი მოადგილე კვლავ ქეთევან ნატრიაშვილი იქნება. თანამდებობებზე დარჩებიან ასევე მინისტრის მოადგილეები ლია გიგაური და თეიმურაზ მურღულია, ხოლო მეოთხე მოადგილე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ფიზიკოსი ალექსანდრე თევზაძე გახდება.
საქართველოში პროფესიული განათლების ევროპული კვირეული დაიწყო, რომლის მიზანს პროფესიული განათლების მიმზიდველობისა და იმიჯის გაუმჯობესება წარმოადგენს. კვირეულის ფარგლებში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) ორგანიზებით, კონფერენცია „უნარები ტურიზმისათვის და ტურიზმი უნარებისთვის,, გაიმართა, რომელიც ტურიზმის სფეროში სამუშაოზე დაფუძნებული-დუალური მიდგომით სწავლების საკითხებს ეხებოდა.
კომპანია „კნაუფის“ ბაზაზე სასწავლო ცენტრი გაიხსნა, სადაც განათლების მიღებისა და გადამზადების ნებისმიერი მსურველი უსასყიდლოდ მიიღებს სპეციალურ პროფესიულ განათლებას მშრალი და ტრადიციული მშენებობლობის სხვადასხვა დარგში.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა ათასწლეულის გამოწვევის ფონდის აღმასრულებელ დირექტორთან მაგდა მაღრაძესთან და აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელთან ჯენერ ედელმანთან სამუშაო შეხვედრა გამართა. მინისტრმა მათ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ძირითადი პრიორიტეტებსა და მიმართულებებზე თავისი ხედვა გააცნო.