წელს, საქართველო ფრანკფურტის წიგნის საერთაშორისო ბაზრობის საპატიო სტუმარი ქვეყანაა. ამ მოვლენის აღსანიშნავად, საქართველოს ეროვნულმაბანკმა 5 ლარის ნომინალის ვერცხლის საკოლექციო მონეტა - "ქართული წიგნი" გამოუშვა.
დასრულდა ევროკავშირის დაფინანსებითა და მხარდაჭერით ორგანიზებული საზაფხულო ბანაკი, რომელშიც აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონიდან და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებიდან 100 ახალგაზრდა მონაწილეობდა. ბანაკს სულ 30 ჩვენი ქვეყნის მოქალაქე სტუმრობდა.
ფრანკფურტში, „რივერ ბენქის“ მასშტაბური ფესტივალი დასრულდა. ფესტივალზე საქართველო, როგორც მასპინძელი ქვეყანა, მრავალფეროვანი კულტურული და მუსიკალური პროგრამით იყო წარმოდგენილი.
საქართველოს ხელოვნების სასახლეში ქართული ანბანისა და დამწერლობის ისტორიისადმი მიძღვნილი კატალოგის - „ანბანი, როგორც ისტორია“ პრეზენტაცია გაიმართა.
ღონისძიებას საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი, მინისტრის მოადგილე მიხეილ გიორგაძე, ხელოვნების სასახლის დირექტორი გიორგი კალანდია და ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის დირექტორი მედეა მეტრეველიუძრვებოდნენ.