საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ამჯერად, თბილისის 151-ე და 128-ე საჯარო სკოლებს და კერძო სკოლა მწიგნობართუხუცესს ესტუმრა. ალექსანდრე ჯეჯელავა სასწავლო პროცესის მიმდინარეობას გაეცნო და სკოლის წარმომადგენლებს შეხვდა.
„თიბისი“ ბანკის ცენტრალური ოფისის საგამოფენო დარბაზში მოსწავლე გამომგონებელთა და მკვლევართა კონკურსის „ლეონარდო და ვინჩი“ ფინალური ეტაპი გაიმართა. გამოვლინდნენ გრანპრის, პირველი, მეორე და მესამე ადგილის მფლობელები. კონკურსი ხორციელდება შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ადმინისტრირებით 2010 წლიდან.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა ქალაქ თბილისის 122-ე საჯარო სკოლას ესტუმრა და სასწავლო პროცესის მიმდინარეობას გაეცნო.
იტალიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის პაოლო ჯენტილონისა და სხვა ოფიციალური პირების საქართველოში ოფიციალური ვიზიტრის ფარგლებში, ხელი მოეწერა განათლებისა და მეცნიერების სფეროებში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებებს.