გრძელდება სკოლის მანდატურთა საქველმოქმედო აქციები. ამჯერად, მანდატურებმა კომპანიის „ტკბილი ქვეყანა“ წარმომადგენლებთან ერთად, ბავშვთა სახლ „ბავშვთა სოფელში“ მოზარდები მოინახულეს და წინასაახალწლოდ საჩუქრები გადასცეს.
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გადაწყვეტილებით, სოფელ ჟახუნდერში 100 ბავშვზე გათვლილი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სკოლა აშენდება, რომელიც 2011 ახალ სასწავლო წელს საზეიმო ვითარებაში გაიხსნება.