მეცნიერების განვითარების ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ევროკავშირის პროგრამის “Horizon 2020” მარი სკლოდოვსკაია-კიურის (MSCA) კონკურსის „ევროპელ მკვლევართა ღამის“ გამარჯვებული პროექტის „მეცნიერება კაპიტანია“ განხორციელებას იწყებს.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ულოცავს ქართველ მეცნიერებს მათ პროფესიულ დღეს და ნაყოფიერ სამეცნიერო მოღვაწეობას უსურვებს.
ფოთის კოლეჯ „ფაზისის“ თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ოთხი ახალი სახელოსნოს მშენებლობა 2020 წლის ბოლოს დასრულდება.
ქობულეთში მულტიპროფილური პროფესიული კოლეჯის „ახალი ტალღა“ რეაბილიტაცია დასრულდა. განახლდა კორპუსის მთლიანი ფასადი, რომელიც მორგებულია რეგიონის კლიმატურ პირობებს. თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად სრულად გამოიცვალა კოლეჯის სამივე ძირითადი შენობის სახანძრო სისტემა.
საქართველოს განათლების მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ზოგადი და პროფესიული განათლების საფეხურებზე თვითრეფლექსიის ინსტრუმენტის SELFIE-ს პილოტირების პროცესს იწყებს.
განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმის ფარგლებში, საერთაშორისო და ადგილობრივ ექსპერტებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან მჭიდრო თანამშრომლობა უწყვეტ რეჟიმში გრძელდება. სწორედ ამ მიზნით საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და ა(ა)იპ ქოუჩინგის საერთაშორისო ფედერაციას (ICF საქართველო) შორის ურთიერთშეთანხმების მემორანდუმი გაფორმდა, რომელსაც ხელი საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ეკატერინე დგებუაძემ და „ICF საქართველოს“ პრეზიდენტმა ეკატერინე ბაბუნაშვილმა მოაწერეს.
თელავში კოლეჯ „პრესტიჟის“ სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა. განახლდა როგორც ძირითადი სასწავლო კორპუსი, ასევე, გარე სპორტული მოედანი და კეთილმოეწყო შენობის მიმდებარე ტერიტორია.
COVID-19-ით გამოწვეული პანდემიის პირობებში შრომის ბაზრის ფუნდამენტურად ახალი მიდგომების შესაქმნელად, საჯარო და კერძო სექტორის თანამშრომლობით, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის სამიტი ,,შრომის ბაზრის ახალი ტენდენციები" (World Economic Forum’s Jobs Reset Summit) გაიმართმა. ოთხდღიანი ფორუმი ონლაინ ფორმატში ჩატარდა და მასში მონაწილეობა ბიზნესის, მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების მსოფლიო ლიდერებთან ერთად, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, თამარ ქიტიაშვილმა მიიღო.
3-6 ნოემბერს, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი თბილისის საერთაშორისო სტუდენტურ კინოფესტივალს მასპინძლობს. პანდემიის გამო ფესტივალი წელს ონლაინ ფორმატში იმართება.
საქართველოს ნაკრების წევრებმა ახალგაზრდა ნატურალისტთა რიგით მე-8 საერთაშორისო ონლაინ ტურნირში მიიღეს მონაწილეობა, საუკეთესო შედეგები აჩვენეს და ოქროს მედლები მოიპოვეს.
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოსა და ფონდ „ქართუს“ მხარდაჭერით, კასპის მუნიციპალიტეტში მდებარე ქვათახევის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიას რეაბილიტაცია ჩაუტარდა.