განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო საქართველოს ახალგაზრდობას ულოცავს ახალგაზრდობის საერთაშორისო დღეს, წინსვლასა და დასახული მიზნების მიღწევას უსურვებს!
ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფლების ორბელის, ლაჯანასა და ლაილაშის მოსახლეობას განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ლევან ხარატიშვილი და რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი არჩილ ჯაფარიძე, პარლამენტის წევრებთან - მაჟორიტარ დეპუტატ გოჩა ენუქიძესა და კარლო კოპალიანთან ერთად შეხვდნენ.
9 აგვისტოს, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა და საწყლოსნო სახეობათა ფედერაციის პრეზიდენტმა დავით რურუამ პრესკონფერენცია გამართეს და 11-18 აგვისტოს, თბილისში გასამართ 17-წლამდელ წყალბურთელთა ევროპის ჩემპიონატზე ისაუბრეს.
მამია ფანცულაია ამავე, სოფელ ფარცხანაყანევის N2 საჯარო სკოლის ყოველმხრივ გამორჩეული მოსწავლე იყო. სკოლის დასრულების შემდეგ ის საქართველოს შეიარაღებულ ძალებში მსახურობდა. სამშვიდობო მისიით იმყოფებოდა ერაყშიც. ხოლო 2008 წლის აგვისტოში მამია ფანცულაია საქართველო-რუსეთის ომში მონაწილეობდა, სადაც გმირულად დაიღუპა. გარდაცვლილ ჯარისკაცს დარჩა მეუღლე და შვილი, რომლის დაბადებასაც ვერ მოესწრო თუმცა, ის ამჟამად ასევე ფარცხანაყანევის N2 საჯარო სკოლის მეშვიდე კლასის მოსწავლეა
პროფესიული განათლების მასწავლებელთა ხარისხის ამაღლების მიზნით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და მსოფლიო ბანკს (WB) შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. შესაბამის შეთანხმებას ხელი, მინისტრის მოადგილემ, ირინა აბულაძემ და მსოფლიო ბანკის საქართველოს წარმომადგენლობის, განათლების მიმართულების კოორდინატორმა, ნინო ქუთათელაძემ მოაწერეს.
Erasmus+ პროგრამის ფარგლებში, ევროკომისიის განათლების, აუდიოვიზულური და კულტურის აღმასრულებელმა სააგენტომ უმაღლესი განათლების სფეროში შესაძლებლობების განვითარების მიმართულებით, 2019 წელს გამოცხადებული კონკურსის შედეგები გამოქვეყნდა.
განათლების კომპლექსური რეფორმის ფარგლებში, 2020 წელს აბიტურიენტები ერთიან ეროვნულ გამოცდებს ახალი მოდელით ჩააბარებენ. ახალი მოდელი გულისხმობს, ერთი მხრივ, გამოცდების რაოდენობის შემცირებას 4 სავალდებულო გამოცდიდან 3 გამოცდამდე, და მეორე მხრივ, აბიტურიენტების მზაობის უკეთ შეფასებას კონკრეტული პროგრამისათვის. საგნობრივ გამოცდაში შემოწმდება არა მხოლოდ ფაქტობრივი მასალის ცოდნა, არამედ ისეთი მნიშვნელოვანი უნარები, როგორებიც არის კრიტიკული აზროვნების, ინფორმაციის ადექვატურად დამუშავების, შეფასების, ლოგიკური და არგუმენტურებული მსჯელობის უნარი.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძე, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები სოფლების სხვიტორის, დუნთას, ბაჯითისა და სარეკის მოასახლეობას შეხვდნენ და მათთვის საინტერესო საკითხებზე ინფორმაცია მიაწოდეს.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო იწყებს მასშტაბურ კომპლექსურ რეფორმასა და სისტემურ ცვლილებებს კულტურის სფეროში, რაც ეფუძნება ევროკავშირის რეკომენდაციებსა და მორგებულია საქართველოს საჭიროებებზე.
6 აგვისტოს, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში ფესტივალ „ღამის სერენადებისადმი“ მიძღვნილი პრესკონფერენცია გაიმართა. ღონისძიებას უძღვებოდა მინისტრის მოადგილე ლევან ხარატიშვილი, თბილისის მერიის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილე მაკა ნასრაშვილი, ფესტივალის დირექტორი ნინა ცაგარელი და მეცო-სოპრანო ნინო სურგულაძე.
ევროპირველობა ვაჟა კაჭარავას სახელობის ფრენბურთის არენაზე საზეიმოდ გაიხსნა. გახსნის ცერემონიას განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძე, კრივის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი დავით წიკლაური და ევროპის კრივის კონფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი აიუფ გიოზგეჩი დაესწრნენ.
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და მედია ჰოლდინგ „სეტანტა ჯორჯია“-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძემ და „სეტანტა ჯორჯია“-ს დირექტორმა ლაშა მაჭავარიანმა მოაწერეს. ღონისძიებას, რომელიც 'Rooms Hotel Tbilisi'-ში ჩატარდა, „სეტანტა ჯორჯია“-ს დამფუძნებელი ლევან მაჭავარიანი, სხვადასხვა სპორტული ფედერაციის წარმომადგენლები და ჟურნალისტები დაესწრნენ.
განათლების რეფორმის ფარგლებში საპენსიო ასაკს მიღწეული მასწავლებლები, რომლებმაც ნებაყოფლობითი არჩევანის საფუძველზე პროფესიიდან გასვლა გადაწყვიტეს, 2019 წელს სახელმწიფოსგან ერთჯერად ფულად ჯილდოს - ორი წლის ჯამურ ხელფასს მიიღებენ.