საქართველოს პარლამენტის მიერ 2015 წლის დეკემბერში მიღებული საკანონმდებლო ცვლილებათა იმპლემენტაციის მიზნით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით, მორიგი კონფერენცია გაიმართა თემაზე „სამეცნიერო-კვლევითი ერთეულების შეფასების კრიტერიუმები“.
2016 წლის თებერვალში შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდსა და ასოცირებულ უნივერსიტეტებს (ORAU) შორის კვლევითი თანამშრომლობის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა ბათუმის საჯარო სკოლების პედაგოგებს, დირექტორებსა და აჭარის რეგიონის საგანმანათლებლო სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა.
კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ინიციატივით, სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმის ახალ საგამოფენო სივრცეში „შუა საუკუნეების საგანძური“ გაიხსნა.
საქართველოს საჯარო სკოლებში 10 ივნისს სკოლის თვითმმართველობის უმაღლესი ორგანოს - სამეურვეო საბჭოს არჩევნები იმართება. სამეურვეო საბჭო სკოლის მმართველობაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რგოლია, მის წევრებს მშობლები და პედაგოგები ირჩევენ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ახალი 2017-2023 წლების ეროვნული სასწავლო გეგმის პრეზენტაცია გამართა. ღონისძიება განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ გახსნა.
ბათუმში გაერო-ს ევროპის ეკონომიკური კომისიის (UNECE) „გარემო ევროპისათვის“ მე-8 გარემოსდაცვითი მინისტერიალი გაიხსნა, რომელშიც სხვა მინისტრებთან ერთად, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავაც მონაწილეობს.
სკოლამდელი და ზოგადი განათლების საკითხები, ინკლუზიური განათლება ყველასთვის, უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების მხარდაჭერა, შრომის ბაზრის ანალიზი, დასაქმების პოლიტიკა, პროფესიული განათლების განვითარება, არაფორმალური განათლება და დიასპორის ინტეგრაცია განათლების საკითხებში, - ეს საკითხები განიხილეს ადამიანური კაპიტალის განვითარების საკოორდინაციო ჯგუფის შეხვედრაზე, რომელიც დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.
შეხვედრები საჯარო სკოლების წარმომადგენლებთან გრძელდება. განათლების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური ამჯერად, ხაშურისა და კასპის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების დირექტორებსა და პედაგოგებს შეხვდა. შეხვედრა სიახლეების გაცნობის შემდეგ ტრადიციულად, კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ორგანიზებით, ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამა ,,ჰორიზონტი 2020“-თან საქართველოს ასოცირების საკითხებზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, საერთაშორისო სემინარი გაიმართა თემაზე „განვითარებაზე ორიენტირებული ხარისხის უზრუნველყოფის ხელშეწყობა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში“.
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მოსწავლეებმა საინჟინრო ტექნოლოგიების, პროგრამირებისა და მათემატიკის მიმართულებით შექმნილი საკუთარი პროექტები წარმოადგინეს. პრეზენტაციას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური, ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი არჩილ ფრანგიშვილი და პროექტში ჩართული სკოლების წარმომადგენლები დაესწრნენ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ეხმაურება დღეს მედიით გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმად, თითქოს ერთ-ერთი რესურსცენტრიდან სკოლების დირექტორებმა მიიღეს წერილი, რომლითაც პედაგოგებს ეკრძალებოდათ მმართველი პარტიის გარდა, სხვა პოლიტიკურ პარტიებთან ნებისმიერი ფორმით თანამშრომლობა.