თბილისში ევროპის აღმოსავლეთ პარტნიორობის ელექტრონული ინფრასტრუქტურის პირველი ორდღიანი კონფერენცია გაიხსნა და მის პირველ სხდომაზე სიტყვით გამოვიდნენ - საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორი მარინე ჩიტაშვლი, ევროკომისიის დირექტორატის წევრი (ვიდეო ჩართვის საშუალებით) ლაურენს მერედიტი.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩთან საქართველოში ჰაიკე ფაიჩთან შეხვედრა გამართა, რომელზედაც მხარეებმა არსებული ერთობლივი პროგრამები განიხილეს ზოგადი, უმაღლესი და პროფესიული განათლების მიმართულებით.
მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში პედაგოგთა საზეიმო მიღება გაიმართა. 100-ზე მეტ წარმატებულ პედაგოგს პროფესიული დღესასწაული საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ, მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა გიორგი მაჩაბელმა მიულოცეს.
ახმეტის რაიონის სოფელ ქვემო ალვანში კაჭრეთის პროფესიულ კოლეჯ „აისი“-ს ფილიალის სრული რეაბილიტაცია დასრულდა და მორიგი თანამედროვე სტანდარტების პროფესიული სასწავლო დაწესებულება განახლებული ინფრასტრუქტურით აგრძელებს ფუნქციონირებას. კოლეჯი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ და მინისტრის პირველმა მოადგილემ ქეთევან ნატრიაშვილმა მოინახულეს.
განათლების სისტემაში კერძო სექტორის ჩართულობის მიმართულებით კიდევ ერთი პოზიტიური ნაბიჯი გადაიდგა. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ ქეთევან ნატრიაშვილმა ისრაელის კომპანია ATC (JSC Aerostructure Technologies Cyclone)-ის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
რედისონ ბლუ ივერია თბილისში განათლების საერთაშორისო ცენტრის კურსდამთავრებულთათვის სსიპ - განათლების საერთაშორისო ცენტრისა და სსიპ - სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლობით „განათლების საერთაშორისო ცენტრის სტიპენდიანტთა დასაქმების ფორუმი 2016“ გაიმართა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ორგანიზაცია ,,ვორლდ ვიჟენ საქართველოსთან“ (,,World Vision Georgia”) ერთად, ახორციელებს ტრანზიტულ საგანმანათლებლო პროექტს მიუსაფარი ბავშვებისთვის.
3 ოქტომბრიდან 16 ოქტომბრის ჩათვლით, სახელმწიფო საგანმანათლებლო დაწესებულებებში, პროფესიული განათლების მიღების მსურველთათვის, 150-ზე მეტ პროფესიულ პროგრამაზე რეგისტრაცია დაიწყო. საქართველოს განათლების მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა რეგისტრაციის პროცესს გლდანის პროფესიულ კოლეჯში გაეცნო.
3 ოქტომბრიდან 16 ოქტომბრის ჩათვლით, სახელმწიფო საგანმანათლებლო დაწესებულებებში, პროფესიული განათლების მიღების მსურველთათვის, 150-ზე მეტ პროფესიულ პროგრამაზე რეგისტრაცია იწყება.
საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ინიციატივითა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით, პირველ ოქტომბერს, სხვადასხვა პროექტებსა და კონკურსებში გამარჯვებულ მოსწავლეთა 700–ზე მეტ წარმატებულ პედაგოგთან საზეიმო შეხვედრა გაიმართა.
დღეს, PMC კვლევითი ცენტრმა საქართველოში საერთაშორისო სტუდენტების მოზიდვის პერსპექტივების შესახებ კვლევის შედეგების პრეზენტაცია და საჯარო განხილვა მოაწყო.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ, აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ ნენსი ლიმ და ათასწლეულის გამოწვევის ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა მაგდა მაღრაძემ გორის რაიონის სოფელ ხიდისთავში ახლად რეაბილიტირებული საჯარო სკოლა გახსნეს.
3 ოქტომბრიდან 16 ოქტომბრის ჩათვლით იწყება სახელმწიფო საგანმანათლებლო დაწესებულებებში პროფესიული განათლების მიღების მსურველთა რეგისტრაცია 150-ზე მეტ პროფესიულ პროგრამაზე.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ნორვეგიის განათლებისა და კვლევის სამინიტროს გენერალური მდივნის მოადგილეს და ერთობლივი პროექტის „ინკლუზიური განათლების დანერგვა საქართველოს პროფესიული განათლებისა და გადამზადების სისტემაში“ ნორვეგიელ ლიდერს შეხვდა.