ძვირფასო მინისტრებო და მოწვეულო სტუმრებო!
მსურს გენერალური მდივნის განცხადებას გამოვეხმაურო და მიღწეული პროგრესი მივულოცო!
განათლება ადამიანის ფუნდამენტური უფლებაა და შესაბამისად, ეს საკითხი განათლების სფეროში ჩვენი მუშაობის ქვაკუთხედი უნდა იყოს მომავალი წლების განმავლობაში.
პარიზში UNESCO-ს გენერალური კონფერენციის 38–ე სესია და განათლების კომისიის სხდომები მიმდინარეობს, რომელსაც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე და მინისტრის მოადგილე გიორგი შარვაშიძე ესწრებიან. კონფერენციის ფარგლებში, ორგანიზაციის სათაო ოფისში, მაღალი დონის შეხვედრა გაიმართა, რომლის მიზანი განათლების მსოფლიო ფორუმის (მაისი, 2015 კორეის რესპუბლიკა) მიერ „განათლება 2030 წლისთვის“ სამოქმედო გეგმისა და დღის წესრიგის დამტკიცება იყო.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე და მინისტრის პირველი მოადგილე ქეთევან ნატრიაშვილი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში, ბადენ-ვიურტემბერგის მხარის, თელავთან დამეგობრებულ, ქალაქ ბიბერახის საშუალო სკოლასა და პროფესიულ კოლეჯს ეწვივნენ, სადაც ხელმძღვანელობას, მასწავლებლებსა და მოსწავლეებს შეხვდნენ.