Facebook Twitter Youtube Flikr
სიახლეები
27/07/2015
სასტუმრო რედისონში სამუშაო შეხვედრა გაიმართა თემაზე „მოწყვლადი, დაბალკონკურენტუნარიანი ჯგუფების დასაქმების ხელშეწყობა დაინტერესებულ მხარეებთან თანამშრომლობის განვითარებით“. შეხვედრა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და სოციალური მომსახურების სააგენტოს ორგანიზებით განხორციელდა.
25/07/2015
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე აგრძელებს ინფრასტრუქტურული პროექტების გაცნობას. ამჯერად, მინისტრმა ოზურგეთის სოფელ ბაილეთის საჯარო სკოლაში მიმდინარე სარეაბუილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა და პედაგოგებსა და მოსწავლეებს შეხვდა.
24/07/2015
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით, სკოლებში აკაკი წერეთლის დაბადებიდან 175 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიებები ჩატარდა სლოგანით „აკაკი თანამედროვე რეალობაში“. დღეს, გამარჯვებულთა საზეიმო დაჯილდოება და შემოქმედებით კონკურსში გამარჯვებული ნამუშევრების გამოფენა გაიმართა. ღონისძიებაში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე და კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე მონაწილეობდნენ.
23/07/2015
სასწავლო შედეგების გაუმჯობესების წინაპირობა შესაბამისი, გამართული სასკოლო ინფრასტრუქტურაა. ამ მიზნით, სამინისტროს მიერ სრულადაა შესწავლილი ზოგადსაგანმანათლებლო სივრცეში არსებული ინფრასტრუქტურული მდგომარეობა, რის შედეგადაც 2013 წელს დაიგეგმა  და უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს სარეაბილიტაციო სამუშაოები. თამარ სანიკიძემ საჯარო სკოლებში განხორციელებული ინფრასტრუქტურულ  პროექტებსა და სამომავლო გეგმებზე ვრცელი პრეზენტაცია დღეს, ჟურნალისტებს წარუდგინა და ყველა მათ შეკითხვას უპასუხა.
23/07/2015
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და გერმანიის იულიხის კვლევით ცენტრს (FZJ) შორის სტრატეგიული თანამშრომლობის ფარგლებში, მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე უძღვებოდა.
22/07/2015
ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველო „პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისთვის“ პროექტის ფარგლებში, იწყებს საგრანტო კონკურსს საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის. პროექტის პრეზენტაცია დღეს გაიმართა, რომელსაც პროექტის ხელმძღვანელი, დევიდ  ჰენდლი უძღვებოდა.
21/07/2015
საქართველოს განათათლებისა და მეცნიერების მინსიტრი, თამარ სანიკიძე აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის (MCC) რეგიონული ვიცე-პრეზიდენტის მოადგილეს ევროპის, აზიისა და ლათინური ამერიკის ქვეყნებში ფატიმა სუმარის და კორპორაციის სხვა წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრის მიზანი იყო საქართველოსთვის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მეორე, 140 მილიოინ აშშ დოლარის კომპაქტის ფარგლებში მიმდინარე პროგრამების განხილვა.
21/07/2015
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს  ეროვნული სასწავლო გეგმების დეპარტამენტის ინიციატივით  ქ. ბათუმში ჩატარდა საკოორდინაციო შეხვედრა თემაზე „კატასტროფის რისკის შემცირება საქართველოს საგანმანათლებლო სივრცეში“. შეხვედრა ევროკომისიის ჰუმანიტარული მისიისა და სამოქალაქო უსაფრთხოების დეპარტამენტისა (ECHO)  და გერმანული საერთაშორისო ორგანიზაციის „არბაითერ-სამარიტერ-კავშირის“ (ASB) ფინანსური მხარდაჭერით გაიმართა.
20/07/2015
მათემატიკაში საქართველოს ნაკრები გუნდის წევრები (6 მონაწილე) მათემატიკის 56-ე საერთაშორისო ოლიმპიადიდან IMO 2015 (ტაილანდი, ჩიანგ-მაი) 4 მედლითა და 1 სიგელით დაბრუნდნენ. ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა ზურაბ მეშველიანი (კომაროვის სახელობის ფიზიკა–მათემატიკის N199 საჯარო სკოლა) აღსანიშნავია, რომ გასული წლის ოლიმპიადაზეც იგი ვერცხლის მედლით დაჯილდოვდა.
20/07/2015
19 ივლისს ჩოხტაურში, თბილისის სტიქიის დროს დაღუპული ივლიტა ჯიბუტის დაბადების დღეზე, მისი სახელობის  ბიბლიოთეკა  გაიხსნა. ბიბლიოთეკა მედიასახლ “გურია ნიუსისა” და საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ინიციტივით და  ახალგაზრდების ენთუზიაზმით გაკეთდა.
18/07/2015
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე თბილისის პარასპორტის განვითარების ცენტრის გახსნის ცერემონიას დაესწრო. ცენტრი საზეიმოდ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ და სპორტისა და ახალგაზრდობს მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა გახსნეს. თბილისს კიდევ ერთი ულტრათანამედროვე სპორტული კომპლექსი შეემატა, რომელიც განსაკუთრებულია იმით, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სპორტსმენებისთვის არის განკუთვნილი, რაც უნიკალური მოვლენაა არა-მარტო ჩვენი ქვეყნის არამედ, მთლიანად რეგიონის მასშტაბითაც.
18/07/2015
საქართველოს  განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა სასკოლო მზაობის საგანმანათლებლო პროგრამა ზურაბ  ჟვანიას  სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის მსმენელებს, როგორც ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს გააცნო. განათლების  სამინისტროს მიერ შემუშავებული  იქნა ერთიანი კონსოლიდირებული  სტრატეგია  უწყვეტი  განათლების სისტემის განხორციელების  მიზნით.
17/07/2015
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს რუსთაველის ფონდი 2015 წლის 21 აპრილიდან ახალი წესდებით მუშაობს. მიმდინარე რეორგანიზაციის შედეგად, ფონდის მართვის მიზნით, შეიქმნა ახალი კოლეგიალური ორგანო - სამეთვალყურეო საბჭო, რომლის შემადგენლობაშიც პირველად შევიდნენ მსოფლიოში აღიარებული უცხოელი და ქართველი მეცნიერები, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი და მინისტრის მოადგილე.
17/07/2015
წელს პირველად, სასკოლო სპორტული ოლიმპიადა ჩატარდა. ოლიმპიურ შეჯიბრებებში 11 ქალაქის - თბილისის, ბათუმის, მცხეთის, გორის, რუსთავის, თელავის, ახალციხის, ქუთაისის, ოზურგეთის, ზუგდიდის და ამბროლაურის საჯარო სკოლების გუნდები მონაწილეობდნენ. სასკოლო გუნდები ერთმანეთს სპორტის 4 სახეობაში - კალათბურთში, მაგიდის ჩოგბურთში, მინი ფეხბურთსა და მძლეოსნობაში ეჯიბრებოდნენ. სასკოლო სპორტული ოლიპიადა წარმატებით მიმდინარეობდა და „მომავლის ბანაკში“  ოლიმპიადის ფინალური ტურნირით დასრულდა.
16/07/2015
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში საბაზო და საშუალო სკოლის საგნის/საგნობრივი ჯგუფის მასწავლებლის მომზადებისა და განათლების ადმინისტრირების სამაგისტრო  ნაშრომების საჯარო დაცვა გაიმართა, რომელსაც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე, მინისტრის მოადგილე გიორგი შარვაშიძე, სკოლის დირექტორები, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, სხვადასხვა უნივერსიტეტების პროფესორები და ის პედაგოგები ესწრებოდნენ, რომლებიც პრაქტიკის კვლევაში იყვნენ ჩართულნი.

<   1  2  3  4  5  6  7  8  9  10  11  12  13  14  15  16  17  18  19  20  21  22  23  24  25  26  27  28  29  30  31  32  33  34  35  36  37  38  39  40  41  42  43  44  45  46  47  48  49  50  51  52  53  54  55  56  57  58  59  60  61  62  63  64  65  66  67  68  69  70  71  72  73  74  75  76  77  78  79  80  81  82  83  84  85  86  87  88  89  90  91  92  93  94  95  96  97  98  99  100  101  102  103  104  105  106  107  108  109  110  111  112  113  114  115  116  117  118  119  120  121  122  123  124  125  126  127  128  129  130  131  132  133  134  135  136  137  138  139  140  141  142  143  144  145  146  147  148  149  150  151  152  153  154  155  156  157  158  159  160  161  162  163  164  165  166  167  168  169  170  171  172  173  174  175  176  177  178  179  180  181  182  183  184  185  186  187  188  189  190  191  192  193  194  195  196  197  198  199  200  201  202  203  204  205  206  207  208  209  210  211  212  213  214  215  216  217  218  219  220  221  222  223  224  225  226  227  228  229  230  231  232  233  234  235  236  237  238  239  240  241  242  243  244  245  246  247  248  249  250  251  252  253  254  255  256  257  258  259  260  261  262  263  264  265  266  267  268  269  270  271  272  273  274  275  276  277  278  279  280  281  282  283  284  285  286  287  288  289  290  291  292  293  294  295  296  297  298  299  300  301  302  303  304  305  306  307  308  309  310  311  312  313  314  315  316  317  318  319  320  321  322  323  324  325  326  327  328  329  330  331  332  333  334  335  336  337  338  339  340  341  342  343  344  345  346  347  348  349  350  351  352  353  354  355  356  357  358  359  360  361  362  363  364  365  366  367  368  369  370  371  372  373  374  375  376  377  378  379  380  381  382  383  384  385  386  387  388  389  390  391  392  393  394  395  396  397  398  399  400  401  402  403  404  405  406  407  408  409  410  411  412  413  414  415  416  417  418  419  420  421  422  423  424  425  426  427  428  429  430  431  432  433  434  435  436  437  438  439  440  441  442  443  444  445  446  447  448  449  450  451  452  453  454  455  456  457  458  459  460  461  462  463  464  465  466  467  468  469  470  471  472  473  474   >