თბილისმა სემინარს „სასკოლო პრევენციული და
არაფორმალური განათლების პროგრამები აშშ-ში“ უმასპინძლა. სემინარი ჩატარდა პროგრამის „ვითამაშოთ კალათბურთი - საქართველო“,
რომელსაც ახორციელებს ორგანიზაცია PH International, ამერიკის სახელმწიფო
დეპარტამენტის განათლებისა და კულტურის საქმეთა ბიუროს (ECA) გაერთიანებული საერთაშორისო სპორტული
ინიციატივების განყოფილების ფინანსური მხარდაჭერით.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტში განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო. რამდენიმე მნიშვნელოვან პროექტს შორისაა სტუდენტური საერთო საცხოვრებლი, რომლის რეაბილიტაციაც დასრულდა და უკვე ახალი სასწავლო წლიდან მიიღებს სტუდენტებს. სასტუმრო ევროპულ სტანდარტებს სრულად აკმაყოფილებს და საქართველოში ერთ-ერთი საუკეთესოა ამ ტიპის სტუდენტურ საცხოვრებლებს შორის.
დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჯანდაცვის სფეროში
მიღწეული შედეგები შეაჯამა. მთავრობის მეთაურმა ჯანდაცვის
ხელმისაწვდომობის გაზრდა ხელისუფლების ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად კიდევ
ერთხელ დაასახელა და საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის წარმატებაში დავით
სერგეენკოს განსაკუთრებულ წვლილზე ისაუბრა.
თბილისის N54 საჯარო სკოლის ინიციატივით, „სიკეთის აქცია“ გაიმართა და იგი 13 ივნისის ტრაგედიას მიეძღვნა. ამ დღეს, სკოლის მოსწავლეებმა საქველმოქმედო სპექტაკლი „სტუმარ-მასპინძელი“ წარმოადგინეს და ასე გამოხატეს თანადგომა უსახლკაროდ დარჩენილი მათი 5 თანასკოლელის და სპორტის მასწავლებელის, აფხაზეთიდან დევნილი ვენერა მეფარიძის ოჯახის მიმართ. ამავე დღეს, სკოლაში მოსწავლეთა მიერ შესრულებული თექის ნამუშევრები გამოიფინა.
2015 წელს დიდი ქართველი პოეტისა და საზოგადო მოღვაწის აკაკი წერეთლის
დაბადებიდან 175 და გარდაცვალებიდან 100 წლისთავი სრულდება. ამ
ღირსშესანიშნავ თარიღს საქართველოს მასშტაბით თითქმის ყველა
საგანმანათლებლო დაწესებულება აღნიშნვს. მათ შორისაა ივანე ჯავახიშვილის
სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სადაც აკაკი წერეთლისადმი
მიძღვნილი კვირეული იმართება.
მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით მოწვეულმა საერთაშორისო ექსპერტმა მარკ ატკინსონმა მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის ინსტრუმენტების ექსპერტიზა დაასრულა. ექსპერტი უკვე შეხვდა განათლებისა და მეცნიერების მინისტრს თამარ სანიკიძეს და სამუშაო შეხვედრების შედეგები გააცნო. მასწავლებელთა ეფექტიანობის შეფასების სისტემის ექსპერტის - მარკ ატკინსონის შეფასებით, სქემა სწავლების პროცესში მნიშვნელოვანი პოზიტიური ცვლილებების განხორციელების შესაძლებლობას იძლევა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების
სამინისტრო ბოლო წლებია ინტენსიურად მუშაობს სხვადასხვა მიმართულების სტრატეგიული სამეცნიერო-ექსპერიმენტული
ბაზების დაარსებაზე, სწორედ ასეთი ახალი
ტიპის ენერგეტიკის და ჰიდროტექნიკის ლაბორატორია იქმნება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის
ბაზაზე. 17 მილიონიანი პროექტის განხორციელებაში საქართველოს პარტნიორია მსოფლიოში
ცნობილი ავსტრიული ფირმა „ბილფიგერი“.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ საგანგებო განცხადება გააკეთა და იმ შეღავათებზე ისაუბრა, რომელიც 2015 წლის 13 ივნისს მომხდარი სტიქიის შედეგად დაზარალებულ სტუდენტებსა და მოსწავლეებს შეეხებათ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა ვლადიმერ პაპავამ 13 ივნისს თბილისში მომხდარი სტიქიური უბედურების შედეგად განადგურებული თსუ-ს ჰიდრომეტეოროლოგიის სასწავლო-სამეცნიერო ლაბორატორიის ტერიტორია დაათვალიერეს.
საქართველოს
განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე სასტუმროში „444“ დაბინავებულ, სტიქიის შედეგად დაზარალებულ
ოჯახებს შეხვდა და მათი საჭიროებები მოისმინა. მინისტრმა მათ პროფესიული სტუდენტების
მიერ დამზადებულ საკვები პროდუქტები გადასცა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების
მინისტრი თამარ სანიკიძე და შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი
მაია მიმინოშვილი დღეს, თბილისის 55-ე საჯარო სკოლში საატესტატო გამოცდების
პრეტესტის მიმდინარეობის პროცესს გაეცნენ. მე -11 კლასელებისათვის პრეტესტი 16
ივნისს, ხოლო გამოცდა 17 ივნისს ტარდება. სტიქიის შედეგად დაზარალებული ,,მომავლის
სკოლის“ მე-11 კლასელები პრეტესტს და
გამოცდებს თბილისის 55-ე საჯარო სკოლაში აბარებენ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე მდინარე ვერეს ხეობაში მდებარე „მომავლის სკოლაში“ მივიდა, პირადად გაეცნო იმ ზარალს, რაც სტიქიის შედეგად სკოლამ განიცადა და ის პრობლემები მოისმინა, რაც პირველ რიგშია მოსაგვარებელი. ამ პრობლემებს შორისაა ამ სკოლის მოსწავლეთა საატესტატო გამოცდები. მინისტრის გადაწყვეტილებით, მომავლის სკოლის მე-11 კლასელები პრეტესტს და საატესტატო გამოცდებს თბილისის 55-ე საჯარო სკოლაში ჩააბარებენ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გადაწყვეტილებით,
მე-11 კლასელების დამამთავრებელი
გამოცდების პრეტესტი
მთელს საქართველოში
ხვალ, 16 ივნისს ჩატარდება. შესაბამისად, გამოცდები დაიწყება
ზეგ, 17 ივნისს 09:00 საათიდან. სკოლები იხელმძღვანელებენ იმ განრიგით, რომელიც ჰქონდათ
შემუშავებული. გამოცდები მხოლოდ ერთი დღით
გადაიწევს, რის გამოც მოხდება სარეზერვო დღის (შაბათის) გამოყენება.
საქართველოს განათლებისა
და მეცნიერების სამინისტროს გადაწყვეტილებით, სტიქიის
შედეგად დაზარალებული
ოჯახებისთვის, განსაკუთრებით
კი ბავშვებისთვის
სამინისტროს ფსიქოლოგიური
ცენტრი სრული დატვირთვით, საგანგებო რეჟიმში იმუშავებს.
საქართველოს
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში, ამ წუთებში, მინისტრის თამარ სანიკიძისა
და შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის მაია მიმინოშვილის მონაწილეობით,
შეხვედრა მიმდინარეობს. შეხვედრაზე
უნდა გადაწყდეს თუ, როდის იქნება შესაძლებელი მე-11
კლასელების დამამთავრებელი
გამოცდების ჩატარება თბილისისა და იმ მიმდებარე სოფლების სკოლებში, რომლებიც სტიქიისაგან დაზარალდა.