განათლების მართვის სამწლიანი პროგრამა, რომელიც
საქართველოს განათლების სისტემის მართვის გაძლიერებასა და განათლების პოლიტიკის
მართვის ეფექტურობას უზრუნველყოფს, წარმატებით დასრულდა.
„ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად“ პროგრამის უცხოელი მოხალისე
მასწავლებლები, რომლებმაც წარმატებით დაასრულეს 2011-2012 სასწავლო წელი,
სერტიფიკატებით დაჯილდოვდნენ.
იმ პირველკლასელთა
მშობლებს და კანონიერ წარმომადგენლებს, ვინც
2012 წლის 15 ივნისის ჩათვლით დაარეგისტრირებს ბავშვს შესაბამის სკოლაში, საქართველოს
განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო გაცნობებთ, რომ მოსწავლის მშობლის, ან კანონიერი
წარმომადგენლის მიერ სკოლაში მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების წარდგენა
რეგისტრაციისას მითითებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში უნდა მოხდეს 2012 წლის 18 ივნისიდან 2012 წლის 19 ივლისამდე.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი პროექტ
”Summer Job”-ში მონაწილე იმ სტუდენტებს შეხვდა, რომლებიც პროგრამაში 4
ივნისის დამატებითი რეგისტრაციით ჩაერთვნენ.
2012 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები ბათუმის, ფოთის, ზუგდიდის,
ოზურგეთის, ქუთაისის, ახალციხის, გორის, თბილისის, რუსთავის, თელავის,
სიღნაღისა და ხულოს საგამოცდო ცენტრებში ჩატარდება. თბილისში ხუთი
საგამოცდო ცენტრი გაიხსნება.
ზესტაფონის
რაიონის სოფელ სადგურ სვირში ახალი სკოლა აშენდება. დღეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების
მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა პირადად დაათვალიერა ადგილი, სადაც ახალი სკოლა
აშენდება.
საქართველოს
განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი ზესტაფონის რაიონის
მასწვლებლებსა და სკოლის დირექტორებს
შეხვდა. სამუშაო შეხვედრაზე მინისტრმა სისტემაში განხორციელებულ
სიახლეებზე, სამომავლო გეგმებზე ისაუბრა და მასწავლებელთა შეკითხვებს
უპასუხა.
საქართველოს
განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა სპეციალურად ეთნიკური
უმცირესობებისთვის შექმნილი ქართული ენის სახელმძღვანელოს ახლადგამოცემული მე-5
დონის წიგნები თბილისის 73-ე აზერბაიჯანულენოვანი სკოლის მასწავლებლებსა და
მოსწავლეებს წარუდგინა.
ბოლო დროს უპასუხისმგებლო ადამიანების მხრიდან კვლავ
ვრცელდება არასწორი ინფორმაცია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს
მხრიდან ე.წ ყალბი ატესტატების გაცემასთან დაკავშირებით და რითაც მათი მხრიდან გრძელდება მცდელობა საზოგადოების შეცდომაში შეყვანის
მიზნით.
საქართველოს
განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი სამინისტროს გამოცდების
ეროვნულ ცენტრში საგნობრივი ჯგუფების ექსპერტებს შეხვდა. შეხვედრის მიზანი 2012
წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებული
საკითხების განხილვა იყო.
ღია გაკვეთილი
მერვეკლასელებთან პრეზიდენტის
სტიპენდიანტმა
სერთიფიცირებულმა პედაგოგმა ქ-ნმა ეთერ ხარბედიამ ჩაატარა. თანამედროვე მეთოდებზე დაფუძნებულ
ინტერაქტიულ გაკვეთილში მოსწავლეები აქტიურად ჩაერთვნენ, მათ როგორც ქართული ლიტერატურის
ცოდნა, ასევე თავისუფალი აზროვნებისა და მსჯელობის კარგი უნარი გამოავლინეს.
თბილისის
სხვადასხვა სკოლის დაწყებითი კლასის მოსწავლეებს ტურიზმის ეროვნულმა სააგანეტომ და საგანმანათლებლო
დაწესებულების
მანდატურებმა
საბავშვო-ანიმაციური
რუკები
გადასცეს.