სასწავლო
დაწესებულების მანდატურები წავკისში საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული
წმინდა კვირიკესა და ივლიტას დედათა და ბავშვთა თავშესაფარს ესტუმრნენ
ბავშვთა სახლის აღსაზრდელებს წმინდა ბარბარეს დღესასწაული მიულოცეს და მთელი დღე
მათთან ერთად გაატარეს.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ირინე
ქურდაძემ ინკლუზიური განათლების სფეროში შეტანილი წვლილისათვის
მულტიდისციპლინური გუნდის 40 წევრს მადლობის სიგელები გადასცა.
ექსპო-ჯორჯიას საგამოფენო პავილიონში დღეს მოზარდების
მიერ შექმნილი ინოვაციური პროექტები დაათვალიერეს და გამარჯვებული პროექტების
ავტორები დააჯილდოვეს საქართველოს განათლებისა
და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა, ენერგეტიკისა და ბუნებრივი
რესურესების მინისტრმა ალექსანდრე ხეთაგურმა,
საქართველოს
განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა და თბილისის მერმა გიგი
უგულავამ სანზონაში ის ტერიტორია მოინახულეს, სადაც ახალი პროფესიული კოლეჯის ,,მერმისი’’ მშენებლობა იწყება.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ კოკა
სეფერთელაძემ ”ვაჟა-ფშაველას 150-ე წლისთავისადმი მიძღვნილი კვირეულის”
კონკურსში გამარჯვებულ სკოლებს დიპლომები და ფულადი პრიზები გადასცა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გენერალური
ინსპექციისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის
მიერ გამოვლენილი იქნა სკოლის დირექტორთა მიერ ქრთამის აღების ფაქტები.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების
მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა საატესტატო, ერთიანი ეროვნული და მასწავლებელთა
სასერტიფიკაციო გამოცდების პროგრამის დამტკიცების შესახებ სპეციალურ
ბრძანებას მოაწერა ხელი.
კაჭრეთის პროფესიულ კოლეჯში ,,აისი”
სტუდენტთა მიერ პრაქტიკული მეცადინეობების დროს წარმოებული სასოფლო-სამეურნეო
პროდუქტების, საკონსერვო ნაწარმის,
ღვინოების, ხისა და თექის ნაწარმის წინასაახალწლო გამოფენა-ბაზრობა გაიმართა,
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ნოდარ სურგულაძემშიდსთან
ბრძოლის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა და პროექტის "არჩევანი
შენზეა" გამარჯვებული ათი საუკეთესო სლოგანის ავტორები
დააჯილდოვა.
საზოგადოებრივი სასამართლოს პროექტის
ფარგლებში თბილისის საქალაქო სასამართლომ საჯარო სკოლის მოსწავლეებს უმასპინძლა. სამოქალაქო საქმეთა
კოლეგიის მოსამართლეებმა მოსწავლეებს ადამიანის უფლებებზე, კერძოდ კი
ბავშვთა უფლებების შესახებ ლექცია-სემინარი წაუკითხეს.
ლილოს დასახლებაში მდებარე №107-ე საჯარო სკოლის
რეაბილიტაციის პირველი ეტაპი დასრულდა,
შესრულებულ სამუშაოებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი გაეცნო და ფიზიკის,
ქიმიისა და ბიოლოგიის ლაბორატორიები გახსნა.
საქართველოს განათლებისა და
მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ირინე ქურდაძემ ოქროს მედლებით ხუთი პროფესიული კოლეჯი დააჯილდოვა, ხოლო სიგელები
და ფულადი პრემიები პროფესიული
სასწავლებლების იმ ოც პედაგოგს გადასცა, რომლებმაც ტრენინგები პედაგოგიურ
უნარ-ჩვევებსა და ინკლუზიურ განათლებაში წარმატებით გაიარეს.
საქართველოს
განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა მთავრობის წევრებს სამინისტროს
2012 წლის სტრატეგიული გეგმა გააცნო. შეხვედრაზე
წარმოდგენილი პრეზენტაცია განათლების ყველა სფეროს მოიცავდა.
საქართველოსა და გერმანიის კვლევით ინსტიტუტებსა და მეცნიერებს შორის
თანამშრომლობის განვითარებისა და გაღრმავების მიზნით საქართველოს
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შოთა რუსთაველის ეროვნულ
სამეცნიერო ფონდსა და იულიხის სამეცნიერო ცენტრს შორის ურთიერთგაგების
მემორანდუმი გაფორმდა.