ქვეყანაში COVID-19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით, კორონავირუსთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საბჭოს დავალებისა და რეკომენდაციების შესაბამისად, საქართველოს განათლების მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო მოქალაქეებს შესაძლებლობას აძლევს განცხადებები და ოფიციალური კორესპონდენცია გამოაგზავნონ სამინისტროს ელექტრონულ ფოსტაზე: doc.info@mes.gov.ge.
31 მარტს, საქართველოს რესპუბლიკის პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას დაბადების დღეს, მისი სახელობის პრემიის პირველი ლაურეატი გამოვლინდა.
კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, სასწავლო პროცესის გადავადებასთან დაკავშირებით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დისტანციური სწავლების მეთოდების გაძლიერება დაევალა.
დღეს, 30 მარტს, პროექტი „ტელესკოლა“ დაიწყო, რომელსაც საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო საქართველოს პირველ არხთან თანამშრომლობით ახორციელებს. პროექტი ყველა მოსწავლეს, განურჩევლად იმისა, აქვს თუ არა წვდომა ინტერნეტთან, საშუალებას მისცემს, ნახოს საინტერესო გაკვეთილები ყველა საგანში.
„დარჩით სახლში“ – ამ მთავარი მოწოდების ფონზე ჩვენ ვდგებით მნიშვნელოვანი გამოწვევის წინაშე, თუ როგორ გავხადოთ სახლში გატარებული დრო სტრუქტურირებული და შეძლებისდაგვარად ნაყოფიერი და ეფექტიანი.
ორშაბათიდან, 30 მარტიდან, საზოგადოებრივი მაუწყებლის “პირველი არხი - განათლება” (ყოფილი მეორე არხი) ეთერით მოსწავლეებითვის „ტელესკოლა“ იწყება.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს გადაწყვეტილებით, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ქვეყანაში შექმნილი ვითარების გათვალისწინებითა და ბენეფიციართა ინტერესებიდან გამომდინარე, „კულტურის ხელშეწყობის პროგრამის“ფარგლებში გამოცხადებულ კონკურსებზე, განაცხადების მიღების დასრულების ვადად განისაზღვრა 2020 წლის 30 აპრილის 18 საათი.
დისტანციური სწავლებისას სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებს მასწავლებლები განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ სპეციალურად შემუშავებული რეკომენდაციებით ასწავლიან
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო პრაქტიკოსი მასწავლებელებისთვის და მასწავლებლობის მსურველთათვის რეგისტრაციას იწყებს. საგნის გამოცდის, ასევე საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დადასტურების ტესტირებისათვის მსურველთა რეგისტრაცია 30 მარტის 10:00 საათზე ელექტრონულად, ვებგვერდზე: online.naec.ge დაიწყება და 30 აპრილის 18:00 საათამდე გაგრძელდება.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო გთავაზობთ მრავალფეროვანი და საინტერესო სპექტაკლების დისტანციურად ნახვის შესაძლებლობას.