საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში სასწავლო პროცესის მიღმა დარჩენილი ან დარჩენის მაღალი რისკის ქვეშ მყოფი ბავშვების და ახალგაზრდების, ასევე სხვადასხვა საჭიროების მქონე მიზნობრივი ჯგუფების ფორმალურ განათლებაში სრულფასოვანი და ეფექტური ჩართულობის სამოქმედო გეგმის პრეზენტაცია გაიმართა, აქვე შეჯამდა მიმდინარე წლის შედეგებიც. ღონისძიებას დაინტერესებული და ჩართული მხარეები ესწრებოდნენ სხვადასხვა სახელმწიფო, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებიდან.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშილმა საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელების ყოველწლიური შეხვედრის - „ელჩების კონფერენციის“ ფარგლებში ევროკავშირთან თანამშრომლობის პოზიტიურ შედეგებზე ისაუბრა და უმნიშვნელოვანესი უწოდა მეგობარი და პარტნიორი ქვეყნების განათლების სისტემებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობას, რასაც სამინისტრო განსაკუთრებულ მნიშვნელობას აჭებს.
განათლების საერთაშორისო ცენტრის 2018 წლის შემაჯამებელ ღონისძიებას, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი, მიხეილ ბატიაშვილი დაესწრო. მან ცენტრის ერთი წლის საქმიანობა წარმატებულად შეაფასა და თანამშრომლებს ნაყოფიერი მუშაობისთვის მადლობა გადაუხადა.
„ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის“ ხელმძღვანელმა გიგა გაბელაიამ, ცენტრის მიერ 2018 წელს განხორციელებული საქმიანობა შეაჯამა და ახალგაზრდების განათლების, დასაქმებისა და პროფესიული განვითარების შესაძლებლობების შექმნის, ცხოვრების ჯანსაღი წესის დანერგვისა და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოზარდების მხარდაჭერაზე ისაუბრა.
17 დეკემბერს, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში კულტურული მემკვიდრეობის ევროპული წლის ოფიციალური დახურვის ღონისძიება გაიმართა.
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით იმართება ორდღიანი კონფერენცია - „უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის განახლებული სისტემის დანერგვა: შედეგები და შემდგომი ნაბიჯები“.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ, ათასწლეულის გამოწვევის ფონდის მხარდაჭერით დუალურ განათლებაში შეზდული შესაძლებლობისა და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირთა ჩართვის მოდელი შეიმუშავა, რომლის საბოლოო შედეგების პრეზენტაციაც სამინისტროში გაიმართა. პრეზენტაცია საქართველოს განათლების მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, ირინა აბულაძემ შეაჯამა.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილეებმა, ირინა აბულაძემ და ლევან ხარატიშვილმა ევროკავშირის დელეგაციას უმასპინძლეს, დელეგაციის შემადგენლობაში იყვნენ ევროპის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების შესახებ მოლაპარაკებების გენერალური დირექტორატის, ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებთან თანამშრომლობის დირექტორი, ლორენს მერედიტი და საქართველოში ევროკავშირის ელჩი, კარლ ჰარცელი.
„ჩაერთე რაგბიში“ არის ერთ-ერთი პროექტი, რომელსაც „ახალი სკოლის მოდელი“ გულისხმობს. ამ მიმართულებით, 150-ე საპილოტე სკოლაში აქტივობები ერთი სემესტრის განმავლობაში მიმდინარეობდა. რეფორმის ეს მიმართულება სპორტის მუდმივ, გრძელვადიან ჩართულობას გულისხმობს სასკოლო ცხოვრებაში და ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციას ემსახურება. ერთიან პროექტზე მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს, თუმცა ცალკეული მიმართულებები უკვე ინერგება საპილოტე სკოლებში.
გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ორგანიზებით, დიდუბის საგამოფენო სივრცეში გამართულ ღონისძიებაზე საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, ირინა აბულაძემ ჯემალ საღინაძე „მთის შვილის“ სტატუსით დააჯილდოვა.
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სსიპ - შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ გამოვლენილი, წლის საუკეთესო ახალგაზრდა მეცნიერებისა და მეცნიერთა ჯგუფების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.
საბუნებისმეტყველო საგნების მიმართულებით ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადაზე გამარჯვებული ბაქსვუდის სამეცნიერო სკოლის მონაწილე საჯარო და კერძო სკოლების 10 მოსწავლე პედაგოგებთან ერთად პოლონეთში, ქალაქ ვარშავაში საგანმანათლებლო სასწავლო ვიზიტით იმყოფებოდა.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ ირინა აბულაძემ ,,განათლების მიღების მეორე შესაძლებლობა სოციალური ინკლუზიით“ ქვეპროგრამის შემაჯამებელი კონფერენცია გახსნა და პორექტში ჩართული პედაგოგები სიგელებით დააჯილდოვა.
5 დეკემბერს, სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმში გამოფენა „ოქროდ ქცეული სიბრძნე“ გაიხსნა. ღონისძიებას უძღვებოდნენ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ლევან ხარატიშვილი, ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი და საქართველოს ეროვნული მუზეუმის დირექტორი დავით ლორთქიფანიძე.