22 აპრილის ჩათვლით პროფესიული განათლების მიღების მსურველთა რეგისტრაცია მიმდინარეობს. ყველა დაინტერესებულ პირს აქვს შესაძლებლობა, სახელმწიფოს სრული დაფინანსებით დაეუფლოს სასურველ პროფესიას ტურიზმის, მშენებლობის, სოფლის მეურნეობის, ტრანსპორტის, ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და სხვა მიმართულებებით.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი პოლონეთის პარლამენტის წევრს მალგორ ზატაგოსიევსკას შეხვდა. მხარეებმა საქართველო პოლონეთს შორის კულტურულ და საგანმანათლებლო სფეროებში ურთიერთობაზე ისაუბრეს და ფრანკფურტის წიგნის ბაზრობასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს.
დედაენის დღესთან დაკავშირებით, პროექტის „მე მიყვარს ქართული ენა - ჩემი სახელმწიფო ენა“ ფარგლებში, საქართველოს ყველა სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც მუშაობს პროგრამა 1+4, მოსამზადებელი განყოფილების არაქართულენოვანმა სტუდენტებმა დაწერეს კარნახი ქართულ ენაში. ჟიურიმ მათგან 3 საუკეთესო ნაშრომის ავტორი შეარჩია. გამარჯვებულების დაჯილდოების ცერემონია ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიმართა.
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ქართული ენის დღეს, მოძრაობის „არა ბარბარიზმებს" ფარგლებში, სკოლის მოსწავლეთა კონკურსში „გავუფრთხილდეთ მშობლიურ ენას!“ გამარჯვებული კონკურსანტების და ქართული ენის სწავლებისა და პოპულარიზებაში შეტანილი წვლილისთვის საქართველოსა და უცხო ქვეყნის მოქალაქეების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.
უსაფრთხო სასკოლო გარემოს შექმნა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მთავარი პრიორიტეტია, სწორედ ამ თემას მიეძღვნა დღეს კონფერენცია, რომელიც განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა გახსნა. მინისტრმა ვრცლად ისაუბრა იმ პროექტებზე, რაც აუცილებელია სკოლებში უსაფრთხო და პოზიტიური გარემოს უზრუნველსაყოფად, რათა მოსწავლეებს საშუალება ჰქონდეთ სრულად გამოავლინონ პოტენციალი, გახდნენ აქტიური მოქალაქეები და მონაწილეობა მიიღონ ქვეყნის განვითარებაში.
ათასწლეულის გამოწვევების ფონდმა ინოვაციების კონკურსის გამარჯვებულები გამოავლინა. პირველი ადგილზე გიმნაზია AIA GESS-ის პროექტი "რობოტი ლაბორანტი" გავიდა. პროექტის ავტორი მოსწავლეები აშშ-ში NASA-ს კოსმოსურ ცენტრში გაემგზავრებიან და საგანმანათლებლო პროგრამაში მიიღებენ მონაწილეობას.
კავკასიის უნივერსიტეტი ფუნქციონირებას ახალ, სრულიად განახლებულ სასწავლო კორპუსში აგრძელებს. უნივერსიტეტი ინფრასტრუქტურითა და აღჭურვილობით, ერთ-ერთი ყველაზე თანამედროვე და მასშტაბურია საქართველოში, აღსანიშანვია, რომ თავად შენობა, 1909 წელს არის აშენებული და აქ წლების მანძილზე მთელი კავკასიის მასშტაბით ცნობილი სასწავლო დაწესებულებები ფუნქციონირებდა.
პროფესიულ პროგრამებზე რეგისტრაციის ფარგლებში, პროფესიულ კოლეჯში „იკაროსი“ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის ღია კარის დღე გაიმართა. ღონისძიების ფარგლებში, პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების კურსდამთავრებულებმა, დაინტერესებულ პირებს პროფესიული პროგრამების, რეგისტრაციისა და ჩარიცხვის პროცედურების შესახებ საკუთრი გამოცდილება გაუზიარეს და კულინარიის მიმართულებით საჩვენებელი გაკვეთილი ჩაუტარეს.
2018 წლის 10 აპრილიდან 22 აპრილის ჩათვლით პროფესიული განათლების მიღების მსურველთა რეგისტრაცია მიმდინარეობს. ყველა დაინტერესებულ პირს აქვს შესაძლებლობა, სახელმწიფოს სრული დაფინანსებით დაეუფლოს სასურველ პროფესიას ტურიზმის, მშენებლობის, სოფლის მეურნეობის, ტრანსპორტის, ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და სხვა მიმართულებებით.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო აცხადებს პირველკლასელთა რეგისტრაციას 2018-2019 სასწავლო წლისათვის.
რეგისტრაცია განხორციელდება 3 ეტაპად:
I ეტაპი: 2018 წელი, 10 აპრილი - 27 აპრილი
რეგისტრაცია განხორციელდება სკოლებში.
რეგისტრირდებიან ის მოსწავლეები:
• რომლის და-ძმაც სწავლობს ამ სკოლაში;
• რომლის მშობელიც სკოლის თანამშრომელია;
• რომლის ოჯახიდან ერთდროულად ორი ან მეტი ბავშვი შედის პირველ კლასში;