განათლების საერთაშორისო ცენტრი 2017 წლის საზღვარგარეთ კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამას აცხადებს. სასტიპენდიო პროგრამის მიზანია საჯარო სამსახურში დასაქმებულ პირებს მიეცეთ საზღვარგარეთ კვალიფიკაციის ამაღლების შესაძლებლობა. საზღვარგარეთ კვალიფიკაციის ამაღლების შემდეგ საჯარო სამსახურში დასაქმებული პირი შეძლებს უფრო ეფექტიან საქმიანობას.
სამოქალაქო განათლების პროგრამის „მომავლის თაობა“ შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა, სადაც პროგრამის „მომავლის თაობა“ დირექტორმა მარინა უშვერიძემ საქართველოს 480 სკოლაში პროგრამის სამწლიანი მუშაობა შეაჯამა.
როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, ახალი ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვა 2018-2019 სასწავლო წლიდან იწყება.
გ. ელიავას სახელობის ბაქტერიოფაგიის, მიკრობიოლოგიის და ვირუსოლოგიის ინსტიტუტმა, საფრანგეთის პასტერის ინსტიტუტთან ერთად, ფაგების აღმოჩენის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია გამართა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ახალგაზრდების დასაქმების ფესტივალში Job Fest მონაწილეობა მიიღო. სამუშაოს მაძიებელ სტუდენტებს სამინისტროს წარმომაგენლებმა, უწყებაში სტაჟიორებისთვის განკუთვნილი ვაკანტური ადგილები გააცნეს და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამებისა და პროვაიდერების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს. საუბარი შეეხო, პროფესიული განათლების როლსა და მნიშვნელობას, როგორც დასაქმებისკენ მიმავალ უმოკლეს გზას.
ბათუმში საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის „ეტალონი 2016-2017“ ფინალური ღონისძიება გაიმართა. „ეტალონი 2016-2017“ სოციალურ-საგანმანათლებლო პროექტის „ეტალონი“ ფარგლებში იმართება და მისი ფინანსური მხარდამჭერი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროა.
საქართველოს ვიცე პრემიერი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა, აზერბაიჯანში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს შეხვდა. შეხვედრისას ქვეყნებს შორის განათლებისა და მეცნიერების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების აუცილებლობაზე იმსჯელეს.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და საინფორმაციო სამედიცინო-ფსიქოლოგიური ცენტრის „თანადგომა“ ერთობლივი ღონისძიება გაიმართა, რომელზეც საპილოტე პროექტის - „ქ. თბილისის სკოლებში საგნის - „მოქალაქეობა“ ფარგლებში ცხოვრების ჯანსაღი წესის შესახებ გაკვეთილების დანერგვის ხელშეწყობა“ - შედეგები შეჯამდა.
მოსწავლეთა საზაფხულო ბანაკმა სტარტი აიღო და მიმდინარე წლის სექტემბრამდე გაგრძელდება. მოსწავლეთა პირველ ნაკადს წყნეთში ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლა მასპინძლობს.