მინისტრის პირველი მოადგილე კვლავ ქეთევან ნატრიაშვილი იქნება. თანამდებობებზე დარჩებიან ასევე მინისტრის მოადგილეები ლია გიგაური და თეიმურაზ მურღულია, ხოლო მეოთხე მოადგილე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ფიზიკოსი ალექსანდრე თევზაძე გახდება.
საქართველოში პროფესიული განათლების ევროპული კვირეული დაიწყო, რომლის მიზანს პროფესიული განათლების მიმზიდველობისა და იმიჯის გაუმჯობესება წარმოადგენს. კვირეულის ფარგლებში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) ორგანიზებით, კონფერენცია „უნარები ტურიზმისათვის და ტურიზმი უნარებისთვის,, გაიმართა, რომელიც ტურიზმის სფეროში სამუშაოზე დაფუძნებული-დუალური მიდგომით სწავლების საკითხებს ეხებოდა.
კომპანია „კნაუფის“ ბაზაზე სასწავლო ცენტრი გაიხსნა, სადაც განათლების მიღებისა და გადამზადების ნებისმიერი მსურველი უსასყიდლოდ მიიღებს სპეციალურ პროფესიულ განათლებას მშრალი და ტრადიციული მშენებობლობის სხვადასხვა დარგში.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა ათასწლეულის გამოწვევის ფონდის აღმასრულებელ დირექტორთან მაგდა მაღრაძესთან და აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელთან ჯენერ ედელმანთან სამუშაო შეხვედრა გამართა. მინისტრმა მათ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ძირითადი პრიორიტეტებსა და მიმართულებებზე თავისი ხედვა გააცნო.
თბილისის კლასიკური გიმნაზია შეუერთდა აქციას „ მე აქ ვარ'', , რომელიც მიზნად ისახავს დედაქალაქში აუტისტური სპექტრის მქონე ადამიანებისათვის 15 წლის ზემოთ, ცენტრის შექმნას. ცენტრის შექმნის იდეა ეკუთვნით „ აუტიზმის კვლევისა და ხელშეწყობის ფონდს'', რომელიც დაარსებული იქნა აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვების მშობლების მიერ.
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პირველი საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია "კონკურენციის პოლიტიკა: თანამედროვე ტენდენციები და გამოწვევები“ გაიხსნა.