დღეს საქართველოს ეროვნული მუზეუმის დმანისის პალეოანთროპოლოგიური საველე სკოლის მე-8 სეზონი დაიხურა. ღონისძიებას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, მინისტრის მოადგილე ლევან ხარატიშვილი და სკოლის სამეცნიერო ხელმძღვანელი, საქართველოს ეროვნული მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი დავით ლორთქიფანიძე დაესწრნენ. დასკვნით ღონისძიებაზე მიწვეული სტუმრები დმანისის უახლეს აღმოჩენებსაც გაეცნენ.