საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა საქართველოს მასშტაბით, კერძო და საჯარო უმაღლესი სასწავლებლების რექტორებს შეხვდა. მინისტრის ინიციატივით, ასეთი შეხვედრები თვეში ერთხელ უნივერსიტეტებში გაიმართება და ყველა მნიშვნელოვან საკითხზე გადაწყვეტილებების მიღება, მხოლოდ მოსაზრებების შეჯერებითა და ერთობლივი შეთანხმებით მოხდება, რაც რექტორებს ერთმანეთთან დაახლოების საშუალებასაც მისცემთ.