Facebook Twitter Youtube Flikr
სიახლეები
30/03/2016
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსათვის ერთ-ერთ პრიორიტეტს ინკლუზიური პროფესიული განათლება წარმოადგენს. სამინისტროს მიზანია ნებისმიერ პირს შეუქმნას ხელმისაწვდომი საგანმანათლებლო სივრცე და საზოგადოებაში დაამკვიდროს ადექვატური ღირებულებები სპეციალური საგანმანთლებლო საჭიროების მქონე  და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების მიმართ.
29/03/2016
ევროკავშირის ტექნიკური დახმარების პროექტის მხარდაჭერით, პროფესიული განათლების ახალი კანონ-პროექტის პრეზენტაცია და შემდეგ მისი განხილვა გაიმართა.
28/03/2016
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე სოფელ ოკამის საჯარო სკოლაში ათასწლეულის გამოწვევის კომპაქტის ფარგლებში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო და სკოლის მასწავლებლებსა და მოსწავლეებს შეხვდა.
27/03/2016

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო პროფესიული განათლების მიღების მსურველთა რეგისტრაციას აცხადებს! რეგისტრაცია იწარმოებს 28 მარტიდან 10 აპრილის ჩათვლით. ნებისმიერი ასაკის დაინტერესებულ პირს შესაძლებლობა აქვს, სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში, სრული სახელმწიფო დაფინანსებით დაეუფლოს სასურველ პროფესიას ტურიზმის,  მშენებლობის, სოფლის მეურნეობის, ტრანსპორტის, ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და სხვა მიმართულებებით.

26/03/2016
ამერიკის შეერთებული შტატების სამთავრობო ორგანიზაცია ,,მშვიდობის კორპუსისა“ და საქართველოში აშშ-ს საელჩოს ორგანიზებით, საქართველოს სკოლების მოსწავლეებისთვის ინგლისური ენის მართლწერის ეროვნული კონკურსი (NESC - GE)  ჩატარდა. დღეს, კონკურსის დასკვნითი ღონისძიება  გაიმართა.
26/03/2016
საქართველოს მასშტაბით არსებულ სახელმწიფო პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში სტუდენტთა საგაზაფხულო მიღებისთვის მზადება მიმდინარეობს. პროფესიულ კოლეჯებში ასაკის მიუხედავად, ყველა მსურველს აქვს შესაძლებლობა 100-ზე მეტი პროფესიიდან მისთვის სასურველს დაეუფლოს სახელმწიფო დაფინანსებით და შემდეგ დასაქმდეს.
25/03/2016
თბილისის 186-ე საჯარო სკოლაში გამოფენა და მოსწავლეთა თხზულებების კონკურსის გამარჯვებულთა დაჯილდოება გაიმართა თემაზე „ქალის როლი საქართველოს ისტორიასა და დღევანდელობაში“.
25/03/2016
თელავში განათლებისა და დასაქმების მასშტაბური გამოფენა „მომავალი შენია“ გაიმართა, სადაც წარმოდგენილი იყო კახეთის რეგიონში მოქმედი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი დაწესებულებების პროგრამები და სტუდენტების მიერ წარმოებული პროდუქცია.
24/03/2016
ტექნოლოგიურ პარკში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა პროფესიული განათლების რეფორმის გეგმა წარმოადგინა. განათლების რეფორმა წარმოადგენს მთავრობის 4-პუნქტიანი გეგმის მნიშვნელოვან ნაწილს. რეფორმების ერთობლიობა, რომელიც მოიცავს ეკონომიკის რეფორმას, განათლების რეფორმას, სივრცით მოწყობას და მმართველობის რეფორმას, ემსახურება ქვეყნის განვითარების ახალ ეტაპზე გადასვლას.
24/03/2016
საქართველოს დაწყებითი განათლების პროექტის (G-PriEd) ფარგლებში, მოსწავლეების წიგნიერების, მათემატიკური და საქმიანი უნარების განვითარების მიზნით, ინტენსიურად მიმდინარეობს მუშაობა. 2015-2016 სასწავლო წლიდან საქართველოს მასშტაბით 39 საპილოტე სკოლის I-VI კლასებში საქმიანი უნარ-ჩვევების გაკვეთილები ტარდება. პროექტის მიმდინარეობას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური, საქართველოს დაწყებითი განათლების პროექტის (G-PriEd) დირექტორი ინდირა ამირანაშვილი და საქმიანი უნარ-ჩვევების განვითარების პროგრამის ხელმძღვანელი ნიკოლოზ ჩაჩხიანი, თბილისის 64-ე საჯარო სკოლაში გაეცნენ.
23/03/2016
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საჯარო განცხადების შესაბამისად, დღეს შედგა შეხვედრა სტუდენტებთან.
23/03/2016
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური ირანის ისლამური რესპუბლიკის მეცნიერების, კვლევებისა და ტექნოლოგიების მინისტრის მოადგილეს, ირანის უნივერსიტეტების სამეთვალყურეო საბჭოების ცენტრის ხელმძღვანელს და ფაიამე ნურის უნივერსიტეტის რექტორს ალი ასყარ როსტამს და ირანის დელეგაციის სხვა წევრებს შეხვდა.
23/03/2016
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ იორმუღანლოში თანამედროვე სტანდარტების  სკოლის მშენებლობა დასრულდა. სკოლის შენობა დაათვალიერა და მოსწავლეებსა და პედაგოგებს ახალი სკოლის ამოქმედება მიულოცა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ.
22/03/2016

საფრანგეთის საელჩო, საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი, შვეიცარიის საელჩო, კანადის საელჩო და საქართველოს ყველა ფრანკოფონი აღნიშნავს ფრანგული ენისა და ფრანკოფონიის საერთაშორისო დღეს. ფრანკოფონიის საერთაშორისო დღე, აღინიშნება მთელს მსოფლიოში და საქართველოც, როგორც ფრანკოფონიის საერთაშორისო ორგანიზაციის დამკვირვებელი წევრი, უერთდება აღნიშნულ დღესასწაულს.

22/03/2016
სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლაში, ესტონეთის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში - პრიიტ ტურკმა შეხვედრა გამართა სკოლის მსმენელებთან და სკოლის ადმინისტრაციასთან.

<   1  2  3  4  5  6  7  8  9  10  11  12  13  14  15  16  17  18  19  20  21  22  23  24  25  26  27  28  29  30  31  32  33  34  35  36  37  38  39  40  41  42  43  44  45  46  47  48  49  50  51  52  53  54  55  56  57  58  59  60  61  62  63  64  65  66  67  68  69  70  71  72  73  74  75  76  77  78  79  80  81  82  83  84  85  86  87  88  89  90  91  92  93  94  95  96  97  98  99  100  101  102  103  104  105  106  107  108  109  110  111  112  113  114  115  116  117  118  119  120  121  122  123  124  125  126  127  128  129  130  131  132  133  134  135  136  137  138  139  140  141  142  143  144  145  146  147  148  149  150  151  152  153  154  155  156  157  158  159  160  161  162  163  164  165  166  167  168  169  170  171  172  173  174  175  176  177  178  179  180  181  182  183  184  185  186  187  188  189  190  191  192  193  194  195  196  197  198  199  200  201  202  203  204  205  206  207  208  209  210  211  212  213  214  215  216  217  218  219  220  221  222  223  224  225  226  227  228  229  230  231  232  233  234  235  236  237  238  239  240  241  242  243  244  245  246  247  248  249  250  251  252  253  254  255  256  257  258  259  260  261  262  263  264  265  266  267  268  269  270  271  272  273  274  275  276  277  278  279  280  281  282  283  284  285  286  287  288  289  290  291  292  293  294  295  296  297  298  299  300  301  302  303  304  305  306  307  308  309  310  311  312  313  314  315  316  317  318  319  320  321  322  323  324  325  326  327  328  329  330  331  332  333  334  335  336  337  338  339  340  341  342  343  344  345  346  347  348  349  350  351  352  353  354  355  356  357  358  359  360  361  362  363  364  365  366  367  368  369  370  371  372  373  374  375  376  377  378  379  380  381  382  383  384  385  386  387  388  389  390  391  392  393  394  395  396  397  398  399  400  401  402  403  404  405  406  407  408  409  410  411  412  413  414  415  416  417  418  419  420  421  422  423  424  425  426  427  428  429  430  431  432  433  434  435  436  437  438  439  440  441  442  443  444  445  446  447  448  449  450  451  452  453  454  455  456  457  458  459  460  461  462  463  464  465  466  467  468  469  470  471  472  473  474  475  476  477  478   >