Facebook Twitter Youtube Flikr
სიახლეები
09/02/2016
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დონორებსა და ინკლუზიური პროფესიული განათლების სფეროში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებს შეხვდა. შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა ინკლუზიური პროფესიული განათლების სფეროში 2016 წლისათვის დაგეგმილი სტრატეგიული მიმართულებების გაცნობა.
09/02/2016
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდის დაფუძნების 11 წლისთავთან დაკავშირებით, ილია მეორე ფონდის მმართველი საბჭოს წევრებს, მეურვეებს, შემომწირველებს და საგრანტო კონკურსების გამარჯვებულებს შეხვდა. ღონისძიების ფარგლებში, მადლობის სიგელები გადაეცათ იმ ორგანიზაციებსა და პირებს, რომლებმაც ბოლო წლებში ქმედითი და ფინანსური წვლილი შეიტანეს ფონდის საქმიანობაში. დაჯილდოებულთა შორის იყო განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და პირადად, მინისტრი თამარ სანიკიძე.
08/02/2016
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსებიდან 98 წლის იუბილესთან დაკავშირებული ღონისძიება გაიმართა, რომელიც თსუ-ს რექტორმა აკადემიკოსმა ვლადიმერ პაპავამ გახსნა. პროფესორებს, სტუდენტებსა და მოწვეულ სტუმრებს მიესალმნენ და უნივერსიტეტის როლსა და მნიშვნელობაზე ისაუბრეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ და ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა.
07/02/2016
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე, ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის ვიცე პრეზიდენტის მოადგილე ფატემა სუმარი და ათასწლეულის გამოწვევის ფონდის აღმასრულებელი დირექტორი მაგდა მაღრაძე, გორის N5 საჯარო სკოლაში ათასწლეულის გამოწვევის კომპაქტის ფარგლებში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნენ.
05/02/2016
სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტმა (SDSU) საქართველოში ადრეული რეგისტრაციის პროექტის პრეზენტაცია გამართა. ადრეული რეგისტრაციის ფარგლებში, სტუდენტები, რომლებიც მიმდინარე წლის 15 თებერვლიდან 15 მარტამდე შეიტანენ საბუთებს სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტში და წარმატებით გაივლიან შერჩევის პროცესს, პირობითად ჩაირიცხებიან SDSU-ში და ავტომატურად მიიღებენ ნაწილობრივ დაფინანსებას უნივერსიტეტისაგან.
04/02/2016
განხორციელებული და მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ქალაქ ქუთაისის 30–ე საჯარო სკოლაში, სადაც ფართომასშტაბიანი სარემონტო სამუშაოების დიდი ნაწილი დასრულებულია, ასევე დასრულდა თანამედროვე სტანდარტების ღია სპორტული მოედნის მოწყობა, რაც მრავალრიცხოვანი სკოლისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო.
03/02/2016

გრიპის ვირუსის გავრცელების პრევენციასთან დაკავშირებით, სკოლებში სასწავლო პროცესის მიმდინარეობაზე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მონიტორინგს უწყვეტად აგრძელებს. 2 და 3 თებერვალს განხორიცელებული მონიტორინგის თანახმად, ავადობის გამო, სკოლის გაცდენების რაოდენობა მკვეთრი კლებისკენ მიდის. თუმცა, გამოკვეთილია რამდენიმე სკოლა, სადაც გუშინ და დღეს 20%-ზე მეტი გაცდენების რაოდენობა დაფიქსირდა.

03/02/2016
ათასწლეულის გამოწვევის ფონდისა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრს ორგანიზებით „მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროექტის“ პრეზენტაცია გაიმართა.
03/02/2016
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური ქობულეთის საზოგადოებრივ კოლეჯში „ახალი ტალღა“ მიმდინარე სარემონტო სამუშაოებს გაეცნო, კოლეჯში სასწავლო კორპუსის და სასტუმროს ტიპის სტუდენტური საერთო საცხოვრებლის რეაბილიტაცია და  სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე სტუდენტებისთვის ადაპტირების პროცესი მიმდინარეობს, რაც არსებული ფიზიკური გარემოს ყველასათვის ხელმისაწვდომობის პრინციპით მოწყობას ითვალისწინებს.
02/02/2016
პროფესიული განათლების ეროვნული პროფესიული საბჭოს სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების, თემატური სამუშაო ჯგუფის გაფართოებული შეხვედრა გაიმართა. ჯგუფის მუშაობას შვეიცარიის განვითარების სააგენტოს (SDC) ფინანსური მხარდაჭერით, ფასილიტაციას უწევს გაეროს განვითარების პროგრამა „საქართველოს სოფლის მეურნეობაში პროფესიული განათლებისა და ექსტენციის სისტემების მოდერნიზება” (UNDP).
01/02/2016
საქართველოს პარლამენტის მიერ 2015 წლის დეკემბერში მიღებული იქნა საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომლითაც გადაიჭრება უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების სფეროში დღეისათვის არსებული მრავალი პრობლემა და საფუძველი ჩაეყრება ფუნდამენტურ ცვლილებებს.
30/01/2016
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე, ჩინეთის საელჩოს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებას „გაზაფხულის სადღესასწაულო მიღება ქართველი სინოლოგებისათვის“ დაესწრო. ღონისძიებას ქართველი სინოლოგები, საუნივერსიტეტო და სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლები და სხვა საპატიო სტუმრები ესწრებოდნენ.
29/01/2016
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით, უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების სფეროში ფუნდამენტური ცვლილებების განხორციელების მიზნით, 2015 წლის დეკემბერში საკანონმდებლო ცვლილებები განხორციელდა. კანონის იმპლემენტაციისთვის აუცილებელი სამუშაოები - უმაღლეს საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებათა ინფრასტრუქტურისა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განახლება, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ჯერ კიდევ 2013 წელს დაიწყო და ამ მიზნით, 50 მილიონი ლარი გამოყო.
29/01/2016
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალურმა დირექტორმა ამირან გამყრელიძემ თბილისის სხვადასხვა, მათ შორის N87-ე და N89-ე სკოლები მოინახულეს, სადაც პირადად გაეცნენ თუ როგორც მიმდინარეობს იმ რეკომენდაციების დაცვა, რომელიც გრიპის ვირუსის პრევენციას უკავშირდება. ამასთან, რამდენად სრულფასოვანია სკოლის ექიმის ჩართულობა ამ პროცესში და როგორ ხორციელდება გაკვეთილებზე მოსწავლეთა დასწრების მონიტორინგი.
28/01/2016
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე და მინისტრის მოადგილეები ქიმიის მიმართულების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების ხელმძღვანელებსა და მეცნიერებს შეხვდნენ. შეხვედრაზე საუბარი შეეხო იმ საკანონმდებლო ცვლილებებს, რამაც რადიკალურად უნდა შეცვალოს მდგომარეობა სამეცნიერო სფეროში. კანონის იმპლემენტაციისთვის აუცილებელია სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებათა მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განახლება, შესაბამისად, ეს პროცესიც ინტენსიურად მიმდინარეობს.

<   1  2  3  4  5  6  7  8  9  10  11  12  13  14  15  16  17  18  19  20  21  22  23  24  25  26  27  28  29  30  31  32  33  34  35  36  37  38  39  40  41  42  43  44  45  46  47  48  49  50  51  52  53  54  55  56  57  58  59  60  61  62  63  64  65  66  67  68  69  70  71  72  73  74  75  76  77  78  79  80  81  82  83  84  85  86  87  88  89  90  91  92  93  94  95  96  97  98  99  100  101  102  103  104  105  106  107  108  109  110  111  112  113  114  115  116  117  118  119  120  121  122  123  124  125  126  127  128  129  130  131  132  133  134  135  136  137  138  139  140  141  142  143  144  145  146  147  148  149  150  151  152  153  154  155  156  157  158  159  160  161  162  163  164  165  166  167  168  169  170  171  172  173  174  175  176  177  178  179  180  181  182  183  184  185  186  187  188  189  190  191  192  193  194  195  196  197  198  199  200  201  202  203  204  205  206  207  208  209  210  211  212  213  214  215  216  217  218  219  220  221  222  223  224  225  226  227  228  229  230  231  232  233  234  235  236  237  238  239  240  241  242  243  244  245  246  247  248  249  250  251  252  253  254  255  256  257  258  259  260  261  262  263  264  265  266  267  268  269  270  271  272  273  274  275  276  277  278  279  280  281  282  283  284  285  286  287  288  289  290  291  292  293  294  295  296  297  298  299  300  301  302  303  304  305  306  307  308  309  310  311  312  313  314  315  316  317  318  319  320  321  322  323  324  325  326  327  328  329  330  331  332  333  334  335  336  337  338  339  340  341  342  343  344  345  346  347  348  349  350  351  352  353  354  355  356  357  358  359  360  361  362  363  364  365  366  367  368  369  370  371  372  373  374  375  376  377  378  379  380  381  382  383  384  385  386  387  388  389  390  391  392  393  394  395  396  397  398  399  400  401  402  403  404  405  406  407  408  409  410  411  412  413  414  415  416  417  418  419  420  421  422  423  424  425  426  427  428  429  430  431  432  433  434  435  436  437  438  439  440  441  442  443  444  445  446  447  448  449  450  451  452  453  454  455  456  457  458  459  460  461  462  463  464  465  466  467  468  469  470  471  472  473  474   >