თბილისის ახალ სპორტის სასახლეში სტარტი აიღო საერთაშორისო ტურნირმა - IHF/EHF ქალთა მსოფლიო თასი ხელბურთში. ტურნირი 8-13 მარტს იმართება და მასში მონაწილეობას 8 ნაკრები გუნდი იღებს: საქართველო, ბელგია, ლატვია, ფარერები, კვიპროსი, ესტონეთი, ალბანეთი და სომხეთი. თბილისში გაირკვევა 2016 წლის ევროპის საუკეთესო გუნდის ვინაობა, რომელიც 2017 წელს ითამაშებს ინტერკონტინენტალურ თასზე.
სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ, პარტნიორი უნივერსიტეტების (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი) ბაზებზე, გარემონტდა და თანამედროვე სტანდარტების მიხედვით აღიჭურვა 1688 კვადრატული მეტრის ფართი - მათ შორის 7 სალექციო ოთახი და 2 ლაბორატორია. უახლოეს მომავალში დაგეგმილია სამუშაოები მესამე პარტნიორის, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაზაზე.