გაზრდილი ბიუჯეტის ფარგლებში, განათლებისა და მეცნიერების
განვითარებისთვის განხორციელებულ პროექტებზე თამარ სანიკიძემ მთავრობის
წევრებს, დეპუტატებს, განათლების სფეროს, სამთავრობო და არასამთავრობო
ორგანიზაციის წარმომადგენლებს და მოწვეულ სტუმრებს ვრცელი პრეზენტაცია წარუდგინა.
მინისტრმა დეტალურად ისაუბრა ხელმისაწვდომი და ხარისხიანი განათლების
უზრუნველყოფისთვის გადადგმულ ნაბიჯებზე როგორც ზოგად,
ასევე პროფესიულ, უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების მიმართულებით.