Facebook Twitter Youtube Flikr
სიახლეები
19/11/2014
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე საქართველოს ეროვნულ მეცნიერებათა აკადემიას ეწვია, მეცნიერებს შეხვდა და შეხვედრის ბოლოს, ცნობილ მეცნიერს, აკადემიკოს ლავრენტი მანაგაძეს „ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენი“ გადასცა. მინისტრმა ბატონ ლავრენტის  მრავალწლიანი  ნაყოფიერი სამეცნიერო საქმიანობისთვის, მთავრობის სახელით, მადლობა გადაუხადა და ხანგრძლივი   სიცოცხლე და წარმატებები უსურვა.
17/11/2014
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ წიფნარში სკოლის მშენებლობა და აღჭურვა დასრულდა. ევროპული სტანდარტების ახალი, თანამედროვე სკოლა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ, ჩოხატაურის მაჟორიტარმა დეპუტატმა თემურ ჭკუასელმა, გურიის გუბერნატორმა გიორგი ჩხაიძემ და ადგილობრივი თითმმართველობის წარმომადგებლებმა მოინახულეს და მოსწავლეების თვითშემოქმედებასაც გაეცნენ.
14/11/2014
დღეს, ესტონეთის განათლების სამინისტროს ფონდ „ინოვეს“ ექსპერტები გორის N3 საჯარო სკოლის პედაგოგებს შეხვდნენ და გამოცდილების გაზიარების მიზნით, ესტონეთის სასწავლო გეგმის სპეციფიკა გააცნეს. ყურადღება გამახვილდა იმ საერთო პრინციპებზე, რაც ორივე ქვეყნის სასწავლო გეგმას ახასიათებს.
13/11/2014
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა, საზოგადოებრივი ორგანიზაციების „კოალიცია განათლება ყველასათვის-საქართველო“-ს ორგანიზებით გამართულ კონფერენციაში „ზოგადი განათლების სისტემის რეფორმისათვის“ მუშაობაში მიიღო მონაწილეობა.
12/11/2014
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო სკოლის მოსწავლეებისათვის კონკურსს „ვუმღერ სამშობლოს“ აცხადებს. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოს საჯარო და კერძო სკოლის  მოსწავლეებს გუნდის/ჯგუფის სახით (წევრთა რაოდენობა და ასაკი შეზღუდული არ არის). მონაწილოების მსურველებმა უნდა წარმოადგინონ სიმღერა (არსებული ან სპეციალურად აღნიშნული კონკურსისთვის შექმნილი), რომელიც შესაბამისობაში იქნება კონკურსის თემატიკასთან.
11/11/2014
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე გიორგი შარვაშიძე ემორის უნივერსიტეტის პროფესორ ნათანიელ გოზანსკის შეხვდა. პროფესორი გოზანსკი არის 20-ზე მეტი ამერიკული უნივერსიტეტის სააკრედიტაციო კომისიის ექსპერტი, ამერიკის 10-მდე წამყვანი უნივერსიტეტის მიწვეული პედაგოგი და  ამერიკის იურისტთა ასოციაციის უმაღლესი იურიდიული განათლების კომიტეტის მოქმედი წევრი.
10/11/2014
მასწავლებლის სახელფასო პოლიტიკის მოწესრიგება ეტაპობრივად, 2015-2017 წლების განმავლობაში დაიგეგმა. ამ თემაზე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ და მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა საქართველოს საჯარო სკოლების 300-მდე პედაგოგს  ვრცელი პრეზენტაცია წარუდგინეს.
10/11/2014
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, კონფერენცია გაიმართა თემაზე: „განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის გამოწვევები და გაუმჯობესების გზები“. კონფერენცია მინისტრის მოადგილემ, გიორგი შარვაშიძემ გახსნა.
09/11/2014
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ კახეთის რეგიონის საჯარო სკოლების 213 მეათეკლასელი პერსონალური კომპიუტერებით დაასაჩუქრა. ღონისძიება დიდი ქართველი მწერლის, პოეტის, პუბლიცისტისა და საზოგადო მოღვაწის ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში, მის დაბადების დღეს, 8 ნოემბერს გაიმართა.
08/11/2014
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ საერთაშორისო კონფერენცია გახსნა თემაზე: “ინგლისური ენა ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის გლობალიზებულ მსოფლიოში”. კონფერენცია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და ATEFL-ის პრეზიდეტის პირადი პატრონაჟითა და  ბრიტანული  გამომცემლობების - მაკმილანი, პერსონ ლონგ მანი, კემბრიჯის უნივერსიტეტი, კომპანია „ინგლისური წიგნი საქართველო“  ორგანიზებით გაიმართა.
07/11/2014
“ათასწლეულის გამოწვევის ფონდმა - საქართველო“ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში საქართველოს საჯარო სკოლების რეაბილიტაციის პროექტის პრეზენტაცია გამართა. საჯარო სკოლების სარეაბილიტაციო სამუშაოები 2015 წელს დაიწყება და პირველ ეტაპზე მცხეთა-მთიანეთის, სამცხე-ჯავახეთისა და შიდა ქართლის 30-მდე საჯარო სკოლას მოიცავს. სარეაბილიტაციო სამუშაოები განხორციელდება მომდევო ხუთი წლის განმავლობაში და დაგეგმილია დაახლოებით 100 სკოლის რეაბილიტაცია.
05/11/2014
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ცაგერის რაიონის სოფელ ბარდნალის საჯარო სკოლას ლადო ასათიანის სახელი მიანიჭა. სახელის მინიჭება „ლადოობის“ დღესასწაულს დაემთხვა. დიდი ქართველი პოეტის ლადო ასათიანის პატივსაცემად, ყოველწლიურად, შემოდგომაზე ლეჩხუმელები „ლადოობას“ აღნიშნავენ. წელს, განსაკუთრებული იყო ეს დღე ლადოს მშობლიურ სოფელ ბარდნალაში.
04/11/2014
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური ამჯერად, ოზურგეთის საჯარო სკოლების დირექტორებსა და მასწავლებლებს შეხვდა. შეხვედრის დასაწყისში ლია გიგაურმა აუდიტორიას ყველა ის სიახლე გააცნო, რაც ზოგადი განათლების მიმართულებით დაინერგა და რაც მომავალში იგეგმება.
04/11/2014
საქართველოს იუსტიციის, თავდაცვის, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროების ერთობლივი პროექტი „წერილები ჯარისკაცებს“ გრძელდება. პროექტის მეოთხე ეტაპის დასკვნითი ღონისძიება თბილისის 47-ე საჯარო სკოლაში გაიმართა.
01/11/2014
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური ცაგერის საჯარო სკოლების დირექტორებსა და მასწავლებლებს შეხვდა. შეხვედრაზე ლია გიგაურმა ვრცლად ისაუბრა ზოგადი განათლების სიახლეებსა და მასწავლებლის პროფესიაში შესვლის, განვითარებისა და კარიერის დაგეგმვის ახალ სისტემაზე. შეხვედრის ფარგლებში, ლია გიგაურმა  პედაგოგთა ყველა შეკითხვას უპასუხა.

<   1  2  3  4  5  6  7  8  9  10  11  12  13  14  15  16  17  18  19  20  21  22  23  24  25  26  27  28  29  30  31  32  33  34  35  36  37  38  39  40  41  42  43  44  45  46  47  48  49  50  51  52  53  54  55  56  57  58  59  60  61  62  63  64  65  66  67  68  69  70  71  72  73  74  75  76  77  78  79  80  81  82  83  84  85  86  87  88  89  90  91  92  93  94  95  96  97  98  99  100  101  102  103  104  105  106  107  108  109  110  111  112  113  114  115  116  117  118  119  120  121  122  123  124  125  126  127  128  129  130  131  132  133  134  135  136  137  138  139  140  141  142  143  144  145  146  147  148  149  150  151  152  153  154  155  156  157  158  159  160  161  162  163  164  165  166  167  168  169  170  171  172  173  174  175  176  177  178  179  180  181  182  183  184  185  186  187  188  189  190  191  192  193  194  195  196  197  198  199  200  201  202  203  204  205  206  207  208  209  210  211  212  213  214  215  216  217  218  219  220  221  222  223  224  225  226  227  228  229  230  231  232  233  234  235  236  237  238  239  240  241  242  243  244  245  246  247  248  249  250  251  252  253  254  255  256  257  258  259  260  261  262  263  264  265  266  267  268  269  270  271  272  273  274  275  276  277  278  279  280  281  282  283  284  285  286  287  288  289  290  291  292  293  294  295  296  297  298  299  300  301  302  303  304  305  306  307  308  309  310  311  312  313  314  315  316  317  318  319  320  321  322  323  324  325  326  327  328  329  330  331  332  333  334  335  336  337  338  339  340  341  342  343  344  345  346  347  348  349  350  351  352  353  354  355  356  357  358  359  360  361  362  363  364  365  366  367  368  369  370  371  372  373  374  375  376  377  378  379  380  381  382  383  384  385  386  387  388  389  390  391  392  393  394  395  396  397  398  399  400  401  402  403  404  405  406  407  408  409  410  411  412  413  414  415  416  417  418  419  420  421  422  423  424  425  426  427  428  429  430  431  432  433  434  435  436  437  438  439  440  441  442  443  444  445  446  447  448  449  450  451  452  453  454  455  456  457  458  459  460  461  462  463  464  465  466  467  468  469  470  471  472  473  474  475  476  477  478   >