საქართველოს განათლებისა და მეცნიერების
მინისტრი დიმიტრი შაშკინი და სამინისტროს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების
ეროვნული ცენტრის დირექტორი გია მამულაშვილი ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით
საქართველოს ყველა რეგიონის 200-მდე
პედაგოგს შეხვდნენ.
საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში დიდი ქართველი
მეცნიერის ნიკო მუსხელიშვილის დაბადებიდან 120 წლისთავისადმი მიძღვნილი საერთაშორისო
სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა დიპლომატიურ კორპუსს, საერთაშორისო ორგანიზაციებსა და
სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს პროგრამის “ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად” წლიური ანგარიში წარუდგინა.
ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან
დაკავშირებით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა
მოადგილემ კოკა სეფერთელაძემ და მთაწმინდის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა
არჩილ გეგენავამ მთაწმინდის რაიონის 40–მდე მრავალშვილიან ოჯახს
საჩუქრად
სასკოლო სახელმძღვანელოები და კლასგარეშე ლიტერატურა გადასცეს.
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ქალაქ ფოთში ახლადრეაბილიტირებული პოფესიული კოლეჯი ,,ფაზისი’’ გახსნა. კოლეჯის სრული რეაბილიტაცია 2010 წლის ოქტომბერში დაიწყო. გარემონტდა კოლეჯის სასწავლო კორპუსი და განხორციელდა ეზოს კეთილმოწყობა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით, კომპანია ”ჯეოსელი” ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან ერთად სტუდენტურ აქციას
იწყებს. აქციის ფარგლებში, საქართველოს რეგიონებში არსებულ აკრედიტებულ
უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა სტუდენტები ჯეოსელ-კონექტს
სპეციალურ ფასად შეიძენენ
ახალი სასწავლო წლიდან ყველა მოქმედი მანდატური სკოლებში სხვადასხვა სახის დარღვევების აღრიცხვის ფურცელს ელექტრონულად შეავსებს. დარღვევის თითოეული ფაქტი კომპიუტერში დაფიქსირდება და სასწავლო დაწესებულების მანდატურის სამსახურს ელექტრონულად გადაეცემა.
2011 წლის 6 სექტემბრამდე საქართველოს განათლებისა და
მეცნიერების სამინისტროში წარმოდგენილ განცხადებებთან დაკავშირებით, რომელიც ეხება
მოსწავლის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებიდან სხვა
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში გადაყვანას და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში (მათ
შორის პირველკლასელების) ჩარიცხვას,
სამინისტროს მასწავლებელთა პროფესიული
განვითარების ეროვნული ცენტრი მენტორ მასწავლებლების შესარჩევ კონკურსს იწყებს. ამ თემასთან დაკავშირებით,
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა და
სამინისტროს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა
გია მამულაშვილმა ბრიფინგი გამართეს.
მინისტრის 12 ივლისის N453 ბრძანების საფუძველზე, პირი, რომელიც სკოლის
გამოსაშვებ გამოცდებზე არ დარეგისტრირდა ან ვერ მიიღო სრული ატესტატის მოპოვებისთვის
საჭირო საგნებში დადებითი შეფასება და სურს სწავლა განაგრძოს უცხო ქვეყნის უმაღლეს
საგანამანათლებლო დაწესებულებაში, ეძლევა სპეციალური სერიის მქონე სრული ზოგადი განათლების
დამადასტურებელი დოკუმენტი.
სამთავრობო
პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო ყველა კლასის სოციალურად დაუცველ მოსწავლეს
სასწავლო სახელმძღვანელოებით უზრუნველყოფს. ერთ-ერთ სოციალურად დაუცველ, მრავალშვილიან ოჯახს საქართველოს
განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა სასკოლო სახელმძღვანელოები პირადად გადასცა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის
მოადგილემ გიორგი ჩახნაშვილმა ქალაქ ფოთის №3 საჯარო სკოლა მოინახულა, სადაც 2011
წელს სრული სარეაბილიტაციო სამუშაოები
განხორციელდა.
ქობულეთის
პროფესიულ კოლეჯში ,,ახალი ტალღა” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების
სამინისტროს დაფინანსებით, სტუდენტთა საერთო საცხოვრებლისა და სასტუმროს
მშენებლობა მიმდინარეობს. სამშენებლო სამუშაოებს დიმიტრი შაშკინი გაეცნო.
სკოლებში პირველკასელთა ნეტ-ბუკების ”ბუკის”
გადანაწილება მიმდინარეობს. 15 სექტემრამდე კომპიუტერები
საქართველოს მაშტაბით ყველა საჯარო სკოლას
გადაეცემა. 3500-მდე ნეტ-ბუკი აჭარის რეგიონს უკვე გადაეცა და სკოლებში მათი გადანაწილება მიმდინარეობს.
სასწავლო დაწესებულების მანდატურები ბათუმის ბავშვთა სახლის აღსაზრდელებს ესტუმრნენ და სხვადასხვა სახის საჩუქრები გადასცეს. მანდატურებმა ბავშვთა სახლის მოზარდები ბათუმის ”აკვაპარკშიც” წაიყვანეს და მთელი დღე მათთან ერთად გაატარეს.