საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი წყნეთის
BUCKSWOOD-ის საზაფხულო სკოლას ეწვია, სადაც ეროვნულ სასწავლო
ოლიმპიადებში გამარჯვებული 150 მოსწავლე ისვენებს. დასვენების
პარალელურად, მოზარდები ინგლისური ენის ცოდნას იღრმავებენ, ჩართულნი არიან
სპორტულ და კულტურულ ღონისძიებებში.