საქართველოს განათლებისა
და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი ,,ბათუმის ნავიგაციის სასწავლო
უნივერსიტეტს” ეწვია.
მინისტრი სასწავლო პროცესს, პრაქტიკულ ლაბორატორიებს და იმ საგანმანათლებლო
პროგრამებს გაეცნო, რომელსაც უნივერსიტეტი ახორციელებს.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ირინა
ქურდაძე და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის
დირექტორი გია მამულაშვილი პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების
მასწავლებელთა კონფერენციას დაესწრნენ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ირინე ქურდაძე და სპორტისა და
ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ნამგალაური სპორტულ ცეკვებში სკოლების ფესტივალის ფინალურ ეტაპს დაესწრნენ.
სენაკის რაიონის სოფელ ნოქალაქევში ახალი საჯარო სკოლა შენდება,
რომელიც საქართველოს განათლებისა და
მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი
შაშკინმა დაათვალიერა.
მინისტრმა მიმდინარე სამშენებლო
პროცესთან დაკავშირებით ინფორმაცია სკოლის წარმომადგენლებისა და მშენებლებისაგან მიიღო.
საქართველოს
განათლებისა და მეცნიერების მინისტრის
მოადგილემ გიორგი ჩახნაშვილმა ზუგდიდის რაიონის სოფლებში კოკი და
ორსანტია რეაბილიტირებული
სკოლები მოინახულა. ორივე სოფელი მდინარე ენგურის მარცხენა სანაპიროზე
მდებარეობს და სწორედ სანაპირო ზოლი ჰყოფს მათ აფხაზეთის ადმინისტრაციული
საზღვრისაგან.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ
კოკა სეფერთელაძემ და გერმანიის ელჩმა საქართველოში ორთვინ ჰენიგმა
პროფესიულ განათლებაზე გამართული ფოტოკონკურსის ”ჩემი პროფესია-ჩემი
მომავალი” მონაწილეები დააჯილდოვეს.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეროვნული სასწავლო
გეგმებისა და შეფასების ცენტრის დირექტორმა ნათია ჯოხაძემ ”ევროპულ
სკოლაში” თბილისის კერძო სკოლების დირექტორებთან შეხვედრა გამართა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა და
გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩმა საქართველოში ორთვინ ჰენიგმა
გამოფენა გახსნეს, რომელზედაც ის საგანმანათლებლო პროგრამები და პროექტები
იყო წარმოდგენილი, რომელსაც გერმანული მხარე საქართველოში ახორციელებს.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
დიმიტრი შაშკინი ბიოლოგიის მასწავლებლებისათვის გამართულ სემინარს დაესწრო. სემინარის
თემა ბიოლოგიის სწავლების ინტერაქტიული მეთოდები იყო და მის მუშაობაში თბილისის
სხვადასხვა რაიონის 60 პედაგოგი მონაწილეობდა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი
ინკლუზიური განათლების საკითხებზე დონორი, საერთაშორისო და ადგილობრივი
ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ირინე
ქურდაძემ და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩმა საქართველოში ორთვინ
ჰენიგმა საქართველოში გერმანული დღეების ფარგლებში,
მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში საქართველოს PASCH-სკოლების 83 მოსწავლეს
გერმანული ენის დიპლომები გადასცეს.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი კერძო
სკოლების ავტორიზაციის პროცესის დაწყებასთან დაკავშირებით კერძო სკოლების
მონახულებას განაგრძობს. ამჯერად, მინისტრი ”ევროპულ სკოლას” ეწვია და
ავტორიცაზიის პირობები სკოლის წარმომადგენლებს პირადად გააცნო.