საქართველოს
პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ავლაბრის რეზიდენციაში აზერბაიჯანელ და სომეხ
სტუდენტებს შეხვდა. წელს პირველად საქართველოში
ეთნიკური უმცირესობებისთვის უმაღლესი განათლების მიღების წახალისების
მიზნით, ახალი პროგრამა ამოქმედდა.
საქართველოს
განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ აკაკი სეფერთელაძემ
ბათუმის №3 საჯარო სკოლაში აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის
მინისტრთან გია აბულაძესთან ერთად, მანდატურებს
სერტიფიკატები გადასცა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი
სკოლის დირექტორის სტანდარტის პრეზენტაციას დაესწრო. ნორმატიული დოკუმენტი,
რომელზეც მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ექსპერტები
მუშაობდნენ, სკოლის დირექტორის თეორიული ცოდნისა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების
სტანდარტს ადგენს.
საქართველოს
პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სასტუმრო-კომპლექს ”ბაზალეთში” სადამრიგებლო საათის პროგრამის პრეზენტაციას
გაეცნო და სემინარის მონაწილე 150 პედაგოგს შეხვდა.
საქართველოს
განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე აკაკი სეფერთელაძე
ქუთაისის №1 საჯარო სკოლაში მანდატურთა ტესტირების პროცესს გაეცნო და სკოლაში დამონტაჟებული ვიდეოსამეთვალყურეო სისტემა დაათვალიერა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების
სამინისტროს მიერ 2008 წელს განხორციელებულ უკანონო შესყიდვებთან დაკავშირებით,
სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის უფროსმა ირაკლი ანდრიაშვილმა ბრიფინგი გამართა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა და
გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა მაია მიმინოშვილმა მასწავლებელთა
სასერტიფიკაციო გამოცდების შედეგებთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართეს.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების
მინისტრის პირველმა მოადგილემ აკაკი სეფერთელაძემ და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა მაია
მიმინოშვილმა 2010 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების სააპელაციო კომისიის
შედეგებთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართეს.
საქართველოს
განათლებისა და მეცნიერების მინისტრს დიმიტრი შაშკინსა და პროფესიული
კავშირების გაერთიანების თავმჯდომარეს ირაკლი პეტრიაშვილს შორის სამუშაო შეხვედრა
გაიმართა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების
მინისტრის მოადგილე ირინე ქურდაძე და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP)
ხელმძღვანელი საქართველოში ჯეიმი
მაკგოლდრიკი16 პროფესიული სასწავლებლის დირექტორებს შეხვდნენ და
პროფესიული სწავლებისთვის განკუთვნილი 750 სასწავლო სახელმძღვანელო
გადასცეს.
პრეზიდენტის ინიცირებული უსაფრთხო სკოლის პროგრამის ფარგლებში, ვიდეოსამეთვალყურეო სისტემების დამონტაჟება თბილისის 20-ზე მეტ სკოლაშია დასრულებული. პარალელურად, შესაბამისი სამუშაოები დედაქალაქის, ქუთაისისა და ბათუმის ყველა სკოლაში მიმდინარეობს.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა
2010-2011 სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა.
ბრიფინგზე მინისტრმა სასწავლო პროცესის დაწყებაზე, დასრულებასა და
არდადეგეგბზე გააკეთა ძირითადი აქცენტი.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების
მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა და ქვემო ქართლის გუბერნატორმა დავით კირკიტაძემ
რუსთავის საჯარო სკოლებში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები მოინახულეს.
საქართველოს განათლებისა
და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა “თბილისი მარიოტში” ახალი საჯარო
სამართლის იურიდიული პირის ,,განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის’’
პრეზენტაცია გამართა.
საქართველოს
განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ კოკა
სეფერთელაძემ და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა გიგი თევზაძემ
სპორტული კოლეჯის მშენებლობა
მოინახულეს.