გუშინ, ერთ-ერთმა პოლიტიკურმა პარტიამ გაავრცელა მცდარი ინფორმაცია, იმის შესახებ, რომ „სკოლის მანდატურს“ იარაღის ტარების უფლება აქვს. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მთელი პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ სპეციალური საშუალებებიდან სკოლის მანდატურს მხოლოდ რაციისა და მეტალოდეტექტორის ტარების უფლება აქვს.
ქუთაისის სკოლის მანდატურებმა სამტრედიის №15 სკოლა-პანსიონის სპეციალური საჭიროების ბავშვები მოინახულეს და საჩუქრები გადასცეს. ბავშვებმა სტუმრებს თავიანთი ხელნაკეთი ნივთები დაათვალირებინეს. საკუთარი შესაძლებლობები კი მოზარდებმა სიმღერითა და ლექსებით წარმოაჩინეს.